მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

ჩინეთი საკმაოდ დიდი ბაზარია, რაც საქართველოს ტურიზმზე პოზიტიურად უნდა აისახოს - მაია მახათაძე

news image

 

ჩვენი გამოცდილების მიხედვით, რაც სასტუმრო სექტორში დაგვიგროვდა, ჩინელი ტურისტი გამოირჩევა მოგზაურობის საინტერესო ინტერპრეტაციითა და განსხვავებული კულტურით და ყველა სასტუმროსთვის სასურველი სტუმარია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან საუბრისას კომპანია „რადარის“ დამფუძნებელი მაია მახათაძემ განაცხადა. 

„რადარის“ დამფუძნებლის თქმით, ჩინელი ტურისტები საქართველოს მიმართულებით, რომ დაიძრნენ, ქვეყანამ დიდი მარკეტინგული კამპანია უნდა ჩაატაროს. 

​„ჩინეთი საკმაოდ დიდი ბაზარია, რაც საქართველოს ტურიზმზე პოზიტიურად უნდა აისახოს. თუმცა გეტყვით, რომ ახალი ბაზარი მოითხოვს გარკვეულ წინაპირობას იმისთვის, რომ იქ ძალიან დიდი მარკეტინგული კამპანია ჩატარდეს,  რადგანაც სხვა შემთხვევაში ჩინეთი საქართველოდან საკმაოდ შორია, არ არის მეზობელი, არ მდებარეობს იგივე გეოგრაფიულ ლოკაციასა და რეგიონში.

აქედან გამომდინარე საქართველოს ცნობადობა შესაძლოა, დაბალი იყოს. ურთიერთობების გაღრმავება და კიდევ უფრო განმტკიცება ქვეყნების დონეზე იქნება საჭირო, რადგან ამას ცალკე აღებული კომპანიები ვერ შეძლებენ“,  - აღნიშნავს მაია მახათაძე.

„რადარის“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ჩინელ ტურისტს საქართველოში ქალაქის ტურები და ასევე მთაც დააინტერესებს.

„ჩინეთი ჩვენგან საკმაოდ განსხვავებული ქვეყანაა. არ გაქვს საერთო ისტორია, საერთო ფესვები და მათთვის იმდენად განსხვავებული კულტურა ვართ, რომ ალბათ ყველა მიმართულებით უნდა დაინტერესდნენ: ესაა ღვინო, ქვეყანა, ისტორია და კულტურული მიმართულებები.

შესაძლოა, ჩინელი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი შერეული - ქალაქისა და მთის ტურები იყოს, რადგანაც მრავალფეროვანი ლანდშაფტის ქვეყანა გვაქვს, ჩინელი ტურისტისთვის სავარაუდოდ, საქართველო ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ჩინეთისგან აბსოლუტურად ყველაფრით განვსხვავდებით, როგორც წარსულით ასევე აწმყოთი“, - ამბობს მაია მახათაძე.

„რადარის“ დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ პირველი ტურისტული ნაკადები ჩინეთიდან სავარაუდოდ, 10-15%-ის ფარგლებში იქნება. 

„შემდეგი წლები კი უფრო პროდუქტიული იქნება, რადგან იგივე მოხდა თავის დროზე ისრაელისა და ირანის მაგალითზე. რეალურად ირანიდან ტურისტების ბუმის შედეგად, სასტუმროებში დატვირთულობამ, საერთო ფონზე 30-40%-ი შეადგინა. ამიტომ 10-15%-ი ჩინეთის ბაზრისთვის იმხელა ციფრია, რომ ჩვენთვის საკმაოდ კარგი სტარტი იქნება“, - ამბობს კომპანია „რადარის“ დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინელი ტურისტებისთვის ბაზრის გახსნა უკვე დააანონსა და მათ საქართველოში შემოსვლა ერთი თვის განმავლობაში ვიზის გარეშე შეეძლებათ.

იმავდროულად, იგეგმება ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების რაოდენობის ზრდა. აღნიშნულ საკითხზე ჩინურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უკვე აწარმოებს. 

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, COVID-პანდემიამდე ანუ 2019 წელს საქართველოს ჩინეთიდან 48 071 ტურისტი სტუმრობდა, 2022 წელს კი მათმა რაოდენობამ მხოლოდ 7 380 შეადგინა.

შესაბამისად, კლება 2019 წელთან შედარებით 84,6%-ია. რაც შეეხება მიმდინარე წლის ორი კვარტლის სტატისტიკას, ქვეყანამ 6 თვეში 12 659 ტურისტი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კოვიდ შეზღუდვები მხოლოდ რამდენიმე თვის უკან მოიხსნა და შესაბამისად ქვეყნის მოსახლეობამ აქტიური გადაადგილება რამდენიმე თვეა რაც დაიწყო. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა