მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

Boxette Georgia, რომელიც ბაზარზე ამანათების გადაზიდვის რეკორდულად სწრაფი სერვისით გამოირჩევა მომხმარებლებს მორიგ სიახლეს სთავაზობს

news image

გადამზიდავი კომპანია Boxette Georgia, რომელიც ბაზარზე ამანათების გადაზიდვის რეკორდულად სწრაფი სერვისით გამოირჩევა, საკუთარ მომხმარებლებს მორიგ სიახლეს სთავაზობს.

უნიკალური შეთავაზების მიხედვით, თუ Boxette-ით აშშ-დან გამოწერილი ამანათი გამოგზავნიდან 4-7 დღეში არ ჩამოვა, მაშინ თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, მომხმარებელს გადაზიდვის საფასური 2%-ით შეუმცირდება.

როგორც Business Insider Georgia-ს Boxette Georgia-ს დირექტორმა სოსო ჩხიკვაძემ განუცხადა, კომპანიის მხრიდან მსგავსი ტიპის შეთავაზება არის არა მარკეტინგული სვლა, არამედ პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე. 

„მიზნობრიობა ამ ყველაფრის არის ის, რომ ჩვენს მიერ გაცხადებული ვადა, რომელიც არის ტრანსპორტირებისთვის 4-დან 7 დღემდე და ამ ვადაში შედის ასევე საქართველოში საბაჟო პროცედურების და ჩვენივე საწყობის მომსახურების პროცესების დასრულება, ხშირ შემთხვევაში დაუჯერებელ ვადებთან ასოცირდება. იმიტომ, რომ ძალიან სწრაფია. გვინდა, რომ ამ განაცხადში უფრო მეტი პასუხისმგებლობაც ავიღოთ და ვთქვათ, რომ ამ ვადას მარკეტინგული დანიშნულებით არ ვიყენებთ და რომ რეალურად ამ დროში ჩამოდის ამანათი - და თუ ეს ასე არ მოხდება, რაც თეორიულად დასაშვებია ლოგისტიკის ინდუსტრიაში, რომ გარემო ფაქტორებმა იქონიოს გავლენა პროცესებზე  და გამოიწვის გარკვეული გადაცდენა ერთდღიანი, თუ ორდღიანი - ამ შემთხვევაში კომპანია წინასწარ შეთანხმებულ პასუხისმგებლობას იღებს და რაც ჩვენს მომხმარებლებთან გარკვეულ სანდოობაში ითარგმნება“, - აცხადებს სოსო ჩხიკვაძე.

Boxette ქართული წარმოშობის საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფია, რომელსაც გააჩნია ოფისები საქართველოში, უკრაინაში, უზბეკეთში, ამერიკაში, ჩინეთსა და თურქეთში.


 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა