მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის გაუარესებულ ურთიერთობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სარჩელის მომზადება

news image

„დაინტერესებულ პირებს გვსურს ვაცნობოთ, რომ საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და ინფორმაციის განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა“.

ადვოკატის თქმით, უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში.

მისივე თქმით, აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, გარკვეულ კითხვებს აჩენს.

„საერთაშორისო კონსულტანტმა, როგორც კი გაეცნო ქართულ მედია სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას Julius Baer-ის ქმედებების შესახებ, განაცხადა, რომ გავრცელებული განცხადება იმდენად საინტერესო ინფორმაციას შეიცავდა, რომ პრეს-რელიზის ფორმატში განათავსებდა ერთ-ერთი ცნობილ საერთაშორისო მედია პლატფორმაზე და სხვა მედია საშუალებები შემდეგ აიღებდნენ ინფორმაციას აღნიშნული პლატფორმიდან.

მოგვიანებით მედია კონსულტანტმა გვაცნობა, რომ მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და ინფორმაციის განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. გვსურს გაცნობოთ, რომ უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულ კითხვებს აჩენს.

მედია კონსულტანტი შემდეგ დაუკავშირდა სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებს, თუმცა უარი მიიღო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. როგორც დაინტერესებული პირებისთვის არის ცნობილი, Credit Suisse-თან დაკავშირებითაც არსებობდა გარკვეული პრობლემები ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით. გარკვეული ინფორმაცია ქვეყნდებოდა საერთაშორისო, მათ შორის, შვეიცარიულ მედიაში, მაგრამ, როდესაც ინფორმაცია ეხებოდა მენეჯმენტის ქმედებებს, მაშინვე ჩნდებოდა დაბრკოლებები. გვსურს გაცნობოთ, რომ Julius Baer-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ეტაპობრივად მოხდება ინფორმაციის გავრცელება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა