მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

ბიძინა ივანიშვილი: გილოცავთ! საქართველოს კიდევ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი! გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ის სპორტული მიღწევები, რასაც კარიერაში ლაშა ტალახაძემ მიაღწია

news image

გილოცავთ! საქართველოს კიდევ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი!გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ის სპორტული მიღწევები, რასაც კარიერაში ლაშა ტალახაძემ მიაღწია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პარტია ავრცელებს.

„გილოცავთ! საქართველოს კიდევ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი!
გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ის სპორტული მიღწევები, რასაც კარიერაში ლაშა ტალახაძემ მიაღწია. ჩვენმა ძალოსანმა არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო სპორტის ისტორია დაწერა და პარიზში, ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა. აღარაფერს ვამბობ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, სადაც ჩვენს გმირ ოლიმპიელს 14 ოქროს მედალი აქვს მოგებული. მისი მიღწევები რეკორდების კუთხითაც უნიკალურია. ლაშას ანგარიშზეა მსოფლიო რეკორდი ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აღსანიშნავია, რომ სამივე რეკორდი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.

ლაშა ტალახაძე არა მხოლოდ დიდი სპორტსმენი, არამედ დიდი ადამიანი და ღირსეული, პატრიოტი მამულიშვილია. დიდ მადლობას ვუხდი მას ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩინებისთვის.
შვიდგზის ევროპის ჩემპიონი
შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი

მსგავსი მიღწევა უნიკალურია სპორტის სამყაროში და თითოეული ჩვენგანისთვის საამაყოა, რომ ამ მიღწევის ავტორი ქართველი ლაშა ტალახაძეა!

ასევე მინდა ოლიმპიური ჩემპიონობა მივულოცო სახელოვან ქართველ ფალავანს, გენო პეტრიაშვილს. ის არის მაგალითი, თუ რა შედეგი მოაქვს უდრეკ ხასიათს და მიზნისკენ სწრაფვას. ბრაზილიაში, რიოს ოლიმპიადაზე მოგებული ბრინჯაოს მედალი, ხოლო შემდეგ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მოპოვებული ვიცე-ჩემპიონობა გენომ პარიზში დამსახურებული ოლიმპიური ჩემპიონობით დააგვირგვინა და მსოფლიოს გასაგონად საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ღირსეულ, გმირ ოლიმპიელებს ამ უდიდეს გამარჯვებას.

სასიხარულოა, რომ დღეს, საქართველოს ოლიმპიური გუნდი კიდევ ერთ მედალს გარანტირებულად მოიპოვებს. კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილი ფინალურ ორთაბრძოლას გამართავს. წარმატებას ვუსურვებ მცხეთელ ფალავანს. დარწმუნებული ვარ - გამარჯვება და ოქროს მედალი სწორედ გივის და ჩვენ ქვეყანას დარჩება! - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა