მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.4
-0.0041
flag
AZN 1.5943
-0.0003
flag
CNY 37.783
0.0001
flag
EUR 3.1565
-0.0003
flag
GBP 3.6478
0.0018
flag
KZT 51.16
0.0027
flag
TRY 0.0671
-0.0001
flag
USD 2.7113
-0.0005

ბენზინი და დიზელი არ არის ის პროდუქტი, რომ რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს სხვა ბაზრებზე გადართვა - ლაშა ხუციშვილი

news image

ბენზინი და დიზელი არ არის ის პროდუქტი, რომ რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ამ პროდუქტის სხვა ბაზრებზე გადართვა იმ შემთხვევაში, თუ ფასები არ იქნება მისაღები, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი. ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთის ფასები უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში და ბიზნესი ირჩევს იმ ბაზარს, საიდანაც უფრო იაფადაა შესაძლებელი აღნიშნული პროდუქტების შემოტანა.

„აქამდე ბიზნესს შემოჰქონდა ნავთობპროდუქტები საქართველოსთვის, რადგან მათთვის ფასი ბევრად უფრო მისაღები იყო, შესაბამისად, მისი უფრო დაბალ ფასში რეალიზაცია ხდებოდა. რაც შეეხება დამოკიდებულების ნაწილს, ბენზინი და დიზელი არ არის ის პროდუქტი, რომ რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ამ პროდუქტის სხვა ბაზრებზე გადართვა იმ შემთხვევაში, თუ ფასები არ იქნება მისაღები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთის ფასები უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ბუნებრივია, ბიზნესი ირჩევს იმ ბაზარს, საიდანაც უფრო იაფადაა შესაძლებელი აღნიშნული პროდუქტების შემოტანა. ამიტომ, უსაფრთხოების კუთხით, საწვავი არაა ის პროდუქტი, რომლის დეფიციტიც შეიძლება შეიქმნას. მისი იმპორტი შეიძლება ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან განხორციელდეს, შესაბამისი ფასით. ამ ნაწილში უსაფრთხოების მიმართულებით პრობლემა არ არსებობს. რომ იყოს ისეთი პროდუქტები, რომლის სხვა ბაზარზე მოძებნაც შეუძლებელია ან რომლის იმპორტიც დიდ ძალისხმევას საჭიროებს, შეიძლება ფიქრი იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ამა თუ იმ ბაზარზე დამოკიდებულება. ამ ნაწილში პრობლემას ვერ ვხედავთ, ახლაც ვხედავთ რა სიტუაცია - როდესაც ფასები გაიზარდა, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა