მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7079.2
0.0105
flag
AZN 1.6135
-0.0002
flag
CNY 38.082
-0.0027
flag
EUR 3.0822
0.0358
flag
GBP 3.6608
0.0365
flag
KZT 54.04
0.0006
flag
TRY 0.0708
0.0001
flag
USD 2.7436
-0.0004

ბაზისბანკის მხარდაჭერით, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ტრენინგების სერია გაიმართა

news image

ბაზისბანკის მხარდაჭერით, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის, თბილისსა და ქუთაისში ტრენინგების სერია გაიმართა.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის ერთგვარი გამოწვევაა მოსწავლეთა ინტერესისა და ჩართულობის შენარჩუნება, განსაკუთრებით, მეოთხედან მეხუთე კლასში გადასვლისას. ამ დროს მნიშვნელოვანია საგნისადმი განსხვავებული, კრეატიული მიდგომა, სწავლების ეფექტური სტრატეგიები, რომელიც სასწავლო პროცესს უფრო თანამედროვეს, მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის.

 USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა ტრენინგების სერიას კოტე იანტბელიძე, კრეატივის სკოლის დამფუძნებელი გაუძღვა და ძირითადი აქცენტი ახალ, კრეატიულ სტრატეგიებზე საუბარს დაეთმო, რომლებიც ეხმარება ტრადიციული საგნების განსხვავებული, მეტად შემოქმედებითი მიდგომით სწავლაში.

ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული USAID-ის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში და ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა. საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას, სწავლების პროცესში მათ მაქსიმალურ ჩართულობასა და განსხვავებულ მიდგომას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის ცნობიერების ამაღლებისა და განათლების გაღრმავების მიმართულებით.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა