მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7074.2
-0.0013
flag
AZN 1.5979
0.0001
flag
CNY 37.877
0.0035
flag
EUR 3.1875
0.007
flag
GBP 3.6965
0.0052
flag
KZT 52.38
-0.0001
flag
TRY 0.0678
0
flag
USD 2.7174
0.0002

ბათუმში სამშენებლო ბიზნესი იძულებულია მიწის ნაცვლად მზა პროექტები იყიდოს - „მარდი ჰოლდინგი“

news image

ბათუმში სანაპიროს პირველ ზოლში თავისუფალი მიწა აღარ არის და თითქმის ყველაფერი ათვისებულია.

როგორც Business Insider Georgia-თან სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია სირაბიძე აცხადებს, ამ ფონზე სამშენებლო კომპანიები ძირითადად ძველი პროექტების შეძენას ცდილობენ, რადგან ნებართვების გაცემა დროში იწელება.

„მაგალითად ბარაკების ნაცვლად უნდა აეშენებინათ კორპუსი, თვითონ მშენებელმა, დეველოპერმა ვეღარ შეძლო მისი განხორციელება და ახლა მზა პროექტს ყიდის. ჯერჯერობით ძველი პროექტების ყიდვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თანაც არსებული ნებართვების გათვალისწინებით ასეთი პროექტები საკმაოდ ძვირია. ეს მიმართულება გარკვეულ ბიზნესადაც კი იქცა იმ შემთხვევაში, თუ გაქვს ნებართვები და დაითანხმე ადამიანები, რომელთაგან შეიძენ ძველ სახლებს. დეველოპერების ნაწილი, მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობენ და შემდეგ სრულ პროექტს საკმაოდ ძვირად ყიდიან, რადგან თავად აღარ აშენებენ“, - აცხადებს ნათია სირაბიძე. 

მისივე თქმით, გარკვეულ ადგილებში არის თავისუფალი მიწები ქობულეთში, ხელვაჩაურში. „იყო მიწა მახინჯაურშიც, თუმცა აუქციონზე მალევე გასხვისდა“, -  ამბობს სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

recov.ge-ს მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 42%-ით, 1,544 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 50%-ით გაიზარდა და 66 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ბათუმში 2023 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

თებერვალში ბათუმში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, მნიშვნელოვნად, 230%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 19% და 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი კი 22%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 895 აშშ დოლარი შეადგინა. 

ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 28%-ით, 791 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაძლოა, ძველ ბათუმში ფასების მნიშვნელოვანი ზრდით იყო განპირობებული.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა