მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7074.2
-0.0013
flag
AZN 1.5979
0.0001
flag
CNY 37.877
0.0035
flag
EUR 3.1875
0.007
flag
GBP 3.6965
0.0052
flag
KZT 52.38
-0.0001
flag
TRY 0.0678
0
flag
USD 2.7174
0.0002

ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა

news image

ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და გზა ავტორანსპორტისთვის გაიხსნა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა 14 კმ-იანი, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდს და 5 გვირაბს.

ახალი მაგისტრალური გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში, სადაც ჩატარდა საგზაო უსაფრთხოების ყველა ღონისძიება და უმაღლესი სტანდარტისთვის, უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით.

შემოვლითი გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან სრულად განტვირთავს ქალაქს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში. შემოვლით გზაზე მოწყობილია 4 სატრანსპორტო კვანძი, რომლითაც ტრანსპორტს საშუალება აქვს დაუკავშირდეს როგორც მიმდებარე სოფლებს, ისე ბათუმში შესასვლელ მთავარ ქუჩებს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობამდე, ავტოტრანსპორტი, მათ შორის, საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტი, საცხოვრებელ და ტურისტულ ზონაში მოძრაობდა, რაც ართულებდა მიმოსვლას და ქმნიდა საცობებს. ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, გააუმჯობესებს ქალაქში ცხოვრებისა და დასვენების პირობებს. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამტარობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდასაც.

ბათუმის შემოვლითი გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის ევროპული მარშრუტის (E70-ის) შემადგენელი ნაწილია, რომელიც ესპანეთში იწყება და 8 ქვეყნის გავლით, ფოთში მთავრდება. აღნიშნული საერთაშორისო დერეფანი მნიშვნელოვანია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა სავაჭრო ურთიერთობისთვის, ტურისტული მოგზაურობისთვის, კულტურული კავშირებისთვის.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) მიღებული სესხების ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 330 მილიონი ლარი შეადგინა.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა