მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

ბათუმის მიმართულებით Pegasus Airlines-ი სტამბულიდან რეისს ვერ ასრულებს

news image

ბათუმში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა სტამბული-ბათუმი-სტამბულის დღევანდელი რეისი გააუქმა.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, Pegasus Airlines-ი სტამბულის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით რეისს ხვალ შეასრულებს.

აღსანიშნავია,რომ Pegasus Airlines-ი ბათუმის აეროპორტში დღეს ადგილობრივი დროით 19:15 საათზე უნდა დაშვებულიყო.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ამინდი გუშინ დღის მეორე ნახევარში გაუარესდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბათუმში, ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და ხეები წააქცია. წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომობილი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და ავტობუსის მოსაცდელი. 

ამასთან, ძლიერი ქარის გამო, ბათუმის მთავარ სტადიონთან პარკინგზე ავტომობილებს რკინის კონსტრუქცია დაეცა.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა, რამდენიმე მონაკვეთზე კი ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა.

"ძლიერმა ქარმა ბათუმის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შექმნა. სკვერებში, პარკებსა და ქუჩებში ხეები წაიქცა. წააქცია ავტობუსის მოსაცდელიც. გამწვანების სამსახური სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. რამდენიმე მისამართზე სახურავების გადახდის ფაქტებიც დაფიქსირდა, ადგილზე მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან, ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ", - აცხადებენ ბათუმის მერიაში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა