მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულებულია - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

news image

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ასპარეზობის მონაწილეების, დამსწრეებისა და კურორტის სტუმრებისთვის  სოფელი და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო.

ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულდა, მეწარმეები უკვე დახლებს შლიან და ჯიხურები ნელ-ნელა ივსება. სცენაც დასრულებულია,  ხვალ, 6 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაა,  ოდნავ მოგვიანებით აქ სტუმრებს გასართობ პროგრამას შევთავაზებთ. ვეპატიჟებით ყველა მსურველს ასაკის მიუხედავად. ბავშვებისთვის ცალკე გასართობი ზონა იქნება მოწყობილი. აქ საშუალება გექნებათ ქართველი მეწარმეების პროდუქტები დააგემოვნოთ და მოუსმინოთ მუსიკას“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

მეწარმეებთან ერთად ჩემპიონატისთვის სპეციალურად მოწყობილ  ბაზარში „გემოფესტის“ მონაწილეებიც არიან წარმოდგენილები.

„ძალიან მნიშვნელოვანია აქ მონაწილეობა, ჩვენ უკვე „გემოფესტელები“ ვართ და რაჭიდან პირველი „გემოფესტიდან“ ვმონაწილეობთ. გავიარეთ ტრენინგები და ვისწავლეთ როგორ მივიღოთ მონაწილეობა ფესტივალებში.  ბაკურიანში სტუმრებს რაჭულ კერძებს ვთავაზობთ. ეს არის ძველი კერძები, რომელიც გავათანამედროვეთ“,-აცხადებს მეწარმე გიორგი ჯაფარიძე.

ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო  ჩემპიონატის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების კომპანიის ორგანიზებით ჩემპიონატის სოფელი მოეწყო, სადაც  საკონცერტო სცენა, სამეწარმეო დარბაზი, კვებისა და ბაზრის ზონა,  საბავშვო გასართობი ზონა მოეწყო.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა