მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.7
-0.0173
flag
AZN 1.6168
-0.0014
flag
CNY 37.841
0.0008
flag
EUR 3.1239
-0.0066
flag
GBP 3.6732
-0.0095
flag
KZT 53.58
-0.0017
flag
TRY 0.0714
-0.0002
flag
USD 2.7492
-0.0024

ბაქოში ლუკა პოლარეს პირველი ფილიალი გაიხსნა

news image

15 წლის იუბილის აღნიშვნის პარალელურად, ლუკა პოლარე საქართველოს ფარგლებს გასცდა და ბაქოში წარმოება და პირველი ფილიალი გახსნა.

ბაქოს ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე დიდი ხმაურით და ზეიმით ადგილობრივებს ყველაზე გემრიელი ბრენდის ლუკა პოლარეს ბაზარზე შემოსვლა ამცნეს.

„ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას რამდენიმე წელია აქტიურად განვიხილავთ, მათ შორის აზერბაიჯანის პროექტზე წლის დასაწყისიდან ვმუშაობთ და გასულ კვირას ბაქოში თანამედროვე საწარმოო სივრცისა და ფილიალის გახსნით დავაგვირგვინეთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ბრენდისთვის, ასევე ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის! პარალელურად ვაგრძელებთ მუშაობას სხვა ქვეყნებში გასხნის პროექტებზე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ბრენდი ლუკა პოლარე საერთაშორისო ბრენდი გახდა, რომელიც ეტაპობრივად სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში გამოჩნდება. ვგულშემატკივრობთ სხვა ქართულ ბრენდებსაც და მოხარულები ვიქნებით, რომ ბევრი მათგანი ვიხილოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქტების პოპულარიზაციას და ჩვენი ეკონომიკის ზრდას !“ -  ამბობს კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.

„ლუკა პოლარეში“ ბაქოელებს შეუძლიათ დააგემოვნონ თითქმის ყველა პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი, გარდა ამისა აზერბაიჯანის წარმოებამ ადგილობრივ მოსახლეობაზე მორგებული და მათი საყვარელი გემოებიც შექმნა.

აზერბაიჯანის ფილიალს და წარმოებას სრულად ქართული მენეჯმენტი მართავს, თუმცა აგილობრივი კადრებით შეივსო, როგორც სერვისის, ასევე წარმოებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტები.

„გარდა იმისა, რომ წელს 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი გუნდისთვის და ბრენდისთვის წლის მოვლენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაა. ბაქოში ფილიალი დიდი ზეიმით და მხიარულებით გავხსენით, ხალხის დაინტერესება ამ დროისთვის საკმაოდ მაღალია. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ სტუმრებს შორის არიან ისინი, ვინც საქართველოდან გვიცნობენ და გავახარეთ მათ ქალაქში გამოჩენით. უკვე აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ლუკა პოლარე ბაქოშიც ისევე შეიყვარონ, როგორც საქართველოში,” - ამბობს ანი ციცქიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა