მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

news image

აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo საქართველოში რეგულარული პირდაპირი ავიარეისების რაოდენობას ზრდის. 16 აგვისტოდან ავიაკომპანია ნიუ დელი - თბილისი - ნიუ დელის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად, ყოველდღიურად შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანია IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტი აწარმოებდა. ავიაკომპანიამ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2023 წლის აგვისტოში დაიწყო. 

,,მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების რაოდენობას ზრდის. ჩვენმა ინტენსიურმა მოლაპარაკებებმა ავიაკომპანიასთან შედეგი გამოიღო და საქართველოში ოპერირების დაწყების ზუსტად 1 წლის შემდეგ, ნიუ დელი და თბილისი პირდაპირი რეგულარული ფრენებით უკვე კვირაში 7 სიხშირით დაუკავშირდება ერთმანეთს. IndiGo არის აზიის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 600 ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ეს არის სრულიად ახალი ბაზარი საქართველოსთვის, რომელიც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

INDIGO 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით IndiGo აზიაში პირველ ადგილზეა. ავიაკომპანია მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე, 324 ავიახომალდს ფლობს. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა