მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრისას განვიხილეთ პროექტები, რომლებიც რეგიონში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო გააძლიერებს - გენადი არველაძე

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ავსტრიის შრომისა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. სამინისტროს ეკონომიკური, ინოვაციური და საერთაშორისო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, ფლორიან ფრაუშერთან შეხვედრა გენადი არველაძის ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

 

„ძალიან კარგი შეხვედრა შედგა, განვიხილეთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და ის სფეროები, რომლებიც ორივე ქვეყნის ინტერესში შედის - რომ განვავითაროთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის სფეროები. ასევე განვიხილეთ პროექტები, რომლებიც რეგიონში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო გააძლიერებს, ესენია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ასევე ციფრული კაბელი, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ ავსტრია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს რეფორმირების და გამოცდილების გაზიარების კუთხით", - აღნიშნა გენადი არველაძემ.

 

შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ავსტრიას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მნიშვნელობაზე, რომლის მორიგი სხდომის ჩატარება 2025 წლის ოქტომბერში იგეგმება. ასევე გათვალისწინებულია ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას ორივე ქვეყნის კომპანიები მიიღებენ. ხაზგასმით აღინიშნა ავსტრიელი ინვესტორების მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ, კერძოდ, ავსტრიული კაპიტალის მონაწილეობით აქტიურად ხორციელდება საინვესტიციო პროექტები ლოგისტიკის, ენერგეტიკის, სურსათის წარმოების, ტურიზმისა და სხვა სექტორებში. 

 

„დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან. ვისაუბრეთ ორმხრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, გვქონდა დისკუსია ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესზე და ასევე სხვადასხვა პოტენციურ პროექტზე ავსტრიაში და საქართველოში, სადაც ჩვენი კომპანიები შეძლებდნენ თანამშრომლობას. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს, მაგალითად, ინფრასტრუქტურის სფეროში, ასევე ენერგეტიკის სფეროში. ჩვენი ქვეყნები დიდ ინვესტიციას ახორციელებენ მწვანე ენერგიაში და ჩვენ გვინდა ვითანამშრომლოთ ამ სფეროში. მოუთმენლად ველი, რომ წლის მეორე ნახევარში ჩამოვალ საქართველოში და თან ჩამოვიყვან ბიზნეს დელეგაციას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები", - აღნიშნა ფლორიან ფრაუშერმა.

 

შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში. ხაზი გაესვა საქართველოში ავსტრიელი მოგზაურების მზარდ დინამიკას ბოლო წლებში, კერძოდ, ავსტრიიდან საქართველოს 2023 წელს 48%-ით მეტი მოგზაური  ეწვია, 2024 წელს კი - 14%-ით მეტი. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, მოგზაურების დინამიკის ზრდას ხელი შეუწყო კიდევ ერთი პირდაპირი ფრენის დამატებამ და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე ავსტრიის ავიახაზების შემოსვლამ. ასევე ხაზი გაესვა ავსტრიული მხარის ჩართულობის მნიშვნელობას სამთო ტურიზმის განვითარების მიმართულებით. 

 

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ავსტრიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ავსტრიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის კუთხით ავსტრიამ წლების განმავლობაში სერიოზული დახმარება გაუწია საქართველოს და მნიშვნელოვანია მისი როლი ევროინტეგრაციის გზაზე, რომ დიალოგის პროცესში ეს როლი კიდევ უფრო გაძლიერდეს.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა