მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7054.4
0.0075
flag
AZN 1.6163
0.0003
flag
CNY 37.788
-0.0009
flag
EUR 3.1167
0.0029
flag
GBP 3.6566
0.0041
flag
KZT 53.11
-0.0012
flag
TRY 0.0712
-0.0001
flag
USD 2.7477
-0.0006

ავიაკომპანია easyJet-მა ლონდონიდან და მილანიდან თბილისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო

news image

ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია easyJet-მა გაერთიანებული სამეფოდან და იტალიიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეისები შეასრულა. ავიაკომპანიამ ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში A320neo ხომალდით გვიან ღამით 175 მგზავრი ჩამოიყვანა, ხოლო მილანის მალპენზას აეროპორტიდან - 172 მგზავრი.

easyJet-მა საქართველოს მიმართულებით, პირდაპირი რეგულარული ფრენები ერთდროულად 3 მიმართულებით ჯამურად კვირაში 6 სიხშირით დაიწყო.

 31 მარტს ავიაკომპანიამ პირველი პირდაპირი ფრენა თბილისი მიმართულებით ჟენევიდან განახორციელა, რითაც საქართველო შვეიცარიას უმოკლესი პირდაპირი გზით დაუკავშირდა.

ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით აწარმოა.

ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.

 

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა