მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

აშშ-ის ინფლაცია იანვარში მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა - TBC Capital

news image

აშშ-ის ინფლაცია იანვარში მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა, რაც ფედერალური რეზერვისთვის არსებული საპროცენტო პოლიტიკის შენარჩუნების არგუმენტს აძლიერებს. ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების მიმოხილვაშია აღნიშნყული.

TBC Capital-ის ცნობით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) თვეში 0.5%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციას 3%-მდე ზრდის. ძირითადი ინფლაცია, რომელიც საკვებისა და ენერგორესურსების ფასებს არ ითვალისწინებს, 0.4%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, წლიურ ჭრილში კი 3.3%-ს მიაღწია. აღნიშნული მონაცემები მოჰყვა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელის გამოსვლას სენატის საბანკო კომიტეტში, სადაც მან გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ფედერალური რეზერვი არ ჩქარობს განაკვეთების შემცირებას. პაუელმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი დამატებით ინფლაციურ მონაცემებს დაელოდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალ იმპორტის ტარიფებს ამზადებს.

„იანვრის ინფლაციურმა მაჩვენებლებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რაც არასასურველი სიგნალია ფედერალური რეზერვისთვის, რომელიც ცდილობს ფასებზე ზეწოლის შესუსტების ნიშნები დაინახოს, მაშინ როდესაც მომხმარებლები კვლავაც შეწუხებულნი არიან ცხოვრების გაძვირებით. მონაცემები ზრდის გაურკვევლობას, თუ როგორ იმოქმედებს ტრამპის აგრესიული სავაჭრო პოლიტიკა ინფლაციაზე მომდევნო თვეებში. ამ ფონზე, ბაზრის მოლოდინებმა პირველი განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით სექტემბრამდე გადაიწია, მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე პაუელმა ინფლაციის მონაცემების ზედმეტად ინტერპრეტირებისგან თავის შეკავება ურჩია ინვესტორებს“, - განმარტავენ TBC Capital-ში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა