მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7073.8
0.0003
flag
AZN 1.5985
0.0001
flag
CNY 37.878
-0.0007
flag
EUR 3.1875
0.0004
flag
GBP 3.6909
-0.005
flag
KZT 52.32
0
flag
TRY 0.0679
-0.0001
flag
USD 2.7181
0.0001

„არწივის ბუდის“ მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

news image

აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობა შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი ჩირუხის მთაზე ხორციელდება და საბოლოო ჯამში "არწივის ბუდის" დიზაინით, 1 789 მეტრი სიგრძის ზიპლაინის ​მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც პანორამული ხედი ხეობაზე ექნება. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2445 მეტრ სიმაღლეზე განთავსდება. ზიპლაინის ქვედა სადგურში კი ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი იფუნქციონირებს. შენობაში კაფეტერია და ტერასა მოეწყობა. ორივე სადგურთან პარკინგი, ველოსადგომები და შესაბამისი განათებები განთავსდება.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.  როგორც Business Insider Georgia-სთან "ანაგის" საინვესტიციო დირექტორმა თორნიკე კუჭავამ განაცხადა, წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და პროექტის დეტალები შეთანხმებული, ხოლო სამშენებლო სამუშაოები კიდევ უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადადის.

„ჩირუხის ზიპლაინი ორ წლიანი კონტრაქტია, რომელიც პროექტირება-მშენებლობის პრინციპით მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე კონცეფცია დამუშავდა და საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმდა. ვფიქრობთ, ჩირუხის ზიპლაინი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი იქნება საქართველოში"- აღნიშნეს კომპანიაში.  
პროექტის ღირებულება 9.3 მლნ ლარია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა