მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.9
0.0007
flag
AZN 1.593
-0.0004
flag
CNY 38.15
-0.0022
flag
EUR 3.1462
0.0001
flag
GBP 3.5606
-0.0027
flag
KZT 51.72
-0.0008
flag
TRY 0.064
-0.0001
flag
USD 2.7085
-0.0006

Arte გაფართოებას გეგმავს

news image

კომპანიაში მიმდინარეობს ცვლილებები გაციფრულების მიმართულებით, - ამის შესახებ შესახებ Business Insider Georgia-ს  ბრენდირებული უნიფორმებისა და პრომო აქსესუარების მწარმოებელი კომპანია ARTE-ს დამფუძნებელმა ნინო გიგინეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აქტიურად ინერგება CRM სისტემები. 

„კომპანიაში მიმდინარეობს ცვლილებები გაციფრულების მიმართულებით, რაც მოიცავს CRM სისტემების დანერგვას, რათა უფრო მარტივად, სწრაფად მოხდეს შეკვეთის ორგანიზება და მომხმარებელთან კომუნიკაციის ნაწილი იყოს უფრო სისტემატიზებული. ვფიქრობთ, რომ მაისის ბოლომდე ამ ყველაფერს დავასრულებთ. რაც შეეხება ვებ-გვერდს, მისი განახლებაც მოხდება. საიტზე სრულად განთავსდება ჩვენი პროდუქცია და პირველადი საკომუნიკაციო წყარო იქნება მომხმარებელთან, რომ  ფასებთან დაკავშირებით ოპერატიულად მიიღოს ინფორმაცია. ქსოვილების შემოტანა გვაქვს დაწყებული და იმპორტირებული ქსოვილებით ვახდენთ დიდი პროექტების დამზადებას. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალი დანადგარების დამატებასთან დაკავშირებით“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ნინო გიგინეიშვილის თქმით, კომპანიის პროდუქციისადმი ინტერესი და მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. „არტეს“ სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ხარისხია.

„მოთხოვნა პროდუქციისადმი საკმაოდ გაზრდილი გაორმაგებული და გასამმაგებულია. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ხარისხი, მომსახურება და მომხმარებლისადმი ლოიალური დამოკიდებულებაა “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ნინო გიგინეიშვილი.
„არტე“ აქტიურად გეგმავს გაფართოებას, რაც მეტი მუშახელის დასაქმებას, იმპორტის ზრდასა და ახალი დანადგარების დამატებას განაპირობებს.

„გაციფრულების შემდეგ, მოხდება შიდა პროცესების უფრო სწრაფი ოპტიმიზაცია.  ამის შემდეგ ვფიქრობთ გაფართოებაზე. ამ კუთხით, მოლაპარაკებები დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება იმაზე რომ უფრო მეტ მუშა ხელს დავასაქმებთ კომპანიაში, იმპორტსაც გავზრდით და დანადგარებსაც დავამატებთ, რაც ავტომატურად დაკავშირებულია კადრების ზრდასთან. ამ ყველაფრის პარალელურად, შიდა გადამზადება ხდება კადრების და ასორტიმენტსაც ვზრდით. ასევე ვფიქრობთ მზა პროდუქციის შემოტანას, რაც ბრენდირებისა და მიწოდების საკითხებს მეტად ოპერატიულს გახდის “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ნინო გიგინეიშვილი.

ცნობისთვის, ”არტე”-ს საკმაოდ ბევრი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. ბაზარზე გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ტარიფებით და მაღალი პასუხისმგებლობით. ‘’არტე’’-ს პროდუქცია იწარმოება საქართველოში და მთლიანი მომსახურება ერთ სივრცეშია გაერთიანებული, რაც მოიცავს სამკერვალოს და ბრენდირებისთვის განკუთვნილ დანადგარებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა