მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

არსებული გარემოებების გათვალისწინებით გონივრული იყო, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე, უცვლელად დარჩენილიყო - ლაშა ქავთარაძე

news image
mbc image

მოსალოდნელი იყო, რომ სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებდა, - ამბობს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აიხსნება იმით, რომ ინფლაციური რისკები არის გაზრდილი.

„თუ შევხედავთ ინფლაციის სტრუქტურას, იმპორტირებული ინფლაცია გაზრდილი იყო მაისში აპრილთან შედარებით. რაც შეეხება ადგილობრივი პროდუქციის და მომსახურების ფასების ცვლილებას, თითქმის უცვლელი იყო. ამასთან ჩვენ გვაქვს ხელფასების სტატისტიკა და პირველ კვარტალში ხელფასების ზრდის ტემპი კვლავ ორნიშნაა. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას მაკროეკონომიკური ფაქტორების სტაბილურობას და მდგრადობას. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით გონივრული იყო, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე, უცვლელად დარჩენილიყო. ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში გაზრდილი ინფლაციური რისკებიდან გამომდინარე 8%-ზე იქნება შენარჩუნებული“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

Galt & Taggart-ის ეკონომისტის თქმით, სებ-ი წლის მეორე ნახევარში ელოდება, რომ ინფლაცია 3%-თან ახლოს იქნება.

„მანამდე სებ-ის პროგნოზებში ჩანდა, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევარში 2%-ის ქვემოთ იქნებოდა. სებ-იც ხედავს გაზრდილ ინფლაციურ რისკებს და ამიტომ ინფლაციის პროგნოზი გაზრდილია, თუმცა საშუალო წლიური ინფლაცია ჩვენი პროგნოზით 3%-ი იქნება. შემდგომ თუ როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომი წლისთვის და რა ფაქტორები გამოვლინდება, რომელიც ინფლაციას ან ზემოთ ექაჩებოდეს ან ზემოთ, ამის მიხედვით იქნება უკვე გატარებული მონეტარული პოლიტიკა“, - აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა