მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7040.5
-0.0624
flag
AZN 1.5888
-0.0143
flag
CNY 37.626
-0.0391
flag
EUR 3.1553
-0.0317
flag
GBP 3.6607
-0.0427
flag
KZT 49.86
-0.008
flag
TRY 0.066
-0.0008
flag
USD 2.701
-0.0253

Apple (AAPL)-ის აქციების ფასი ახალ მაქსიმუმს აღწევს

news image

გიზიარებთ ბლოგს:  Wall Street-ის მიერ დანახულმა დადებითმა პერსპექტივამ და iPhone-ის გაყიდვებმა Apple (AAPL)-ის აქციების ფასის ზრდა განაპირობა. სამშაბათს Apple (AAPL)-მა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 6 თვის განმავლობაში 37%-იანი მატებაც დააფიქსირა.


Apple (AAPL)-ის აქციების ფასმა $237,49-იან ნიშნულზე ავიდა და ივლისის თვის საკუთარ რეკორდს ($237,23) გადააჭარბა. 


აღნიშნულმა ზრდამ Apple (AAPL)-ს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე კომპანიის პოზიციის შენარჩუნებაში შეუწყო ხელი და ამ მხრივ, Nvidia (NVDA)-საც გადაუსწრო, რომელიც იქამდე კვირის ლიდერობას არ თმობდა. 


Morgan Stanley-ს, Bernstein-ისა და Evercore ISI-ის ანალიტიკოსებმა Apple (AAPL)-ის აქციებზე ყიდვის რეიტინგები შეინარჩუნეს, პარალელურად კი დიდი იყო მოთხოვნა Apple (AAPL)-ის ძველ სმარტფონებსა და რასაკვირველია, ახალ მოდელზე - iPhone 16.


თუმცა, სწორედ iPhone 16-თან დაკავშირებით, გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობაც. უოლ სტრიტის ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მიწოდების მოკლე ვადა დიდი რაოდენობის iPhone-ის ხელმისაწვდომობასა და დაბალ მოთხოვნაზე მიუთითებს. ზოგი კი დარწმუნებული არ არის, დააკმაყოფილებს თუ არა ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციები მოლოდინს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ Morgan Stanley-ის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, iPhone 16-ის გაშვებისთვის ამჯერად Apple (AAPL) უკეთ მოემზადა.


Apple (AAPL)-მა სამშაბათს ახალი iPad mini გამოუშვა, რომელიც Apple Intelligence ფუნქციებზე მომუშავე იქნება. როგორც ცნობილია, Apple Intelligence-ის გაშვება 28 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო ძირითადი განახლებები 2025 წლის დეკემბერსა და მარტშია დაგეგმილი. 


Apple (AAPL) თავისი შემოსავლის შესახებ ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოგება თითო აქციაზე შარშანდელთან შედარებით 9%-ით, $1.59-მდე გაიზრდება. რაც შეეხება აქციის ფასს, Bloomberg-ის შეფასებით, მომდევნო 12 თვეში შესაძლოა მან $245,40-ს მიაღწიოს.


Apple (AAPL)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა