მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

ალექსანდრე ძნელაძე: სებ-ის გადაწყვეტილებები საბანკო სისტემაზე წნეხს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს

news image
mbc image

საქართველოს საბანკო ასოციაცია სებ-ის გადაწყვეტილებას მიესალმება და მიაჩნია, რომ კონტრციკლური ბუფერის ეტაპობრივი დაგროვება და უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარის შემცირება საბანკო სექტორზე დადებით ასახვას პოვებს. „სებ-ის მიერ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. იზრდება ბანკების ლიკვიდობა და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანი, რომ კონტრციკლური ბუფერი შემდეგი 3 წლის განმავლობაში შეივსება და არა ერთბაშად, ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნებოდა საბანკო სისტემისთვის. საბანკო სისტემის ხარჯიანობაზე და ასევე ხელშეწყობის ნაწილში სარეზერვო ნორმის შემცირება კი კიდევ ერთხელ შეამსუბუქებს წნეხს იმ მოზიდულ უცხოურ ვალუტაზე, რომელიც საბანკო სისტემას აქვს დღევანდელი მდგომარეობით“ - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული რეკომენდაციით კომერციულმა ბანკებმა სებ-ს არაერთხელ მიმართა. ძნელაძე აღნიშნავს, რომ დღევანდელმა გადაწყვეტილებებმა შეფასებების და სამომავლო გადაწყვეტილებების მოლოდინიც შექმნა. „ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და გარკვეულწილად აღნიშნული ნაბიჯები კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ სებ-ი კიდევ უფრო მდგრადად აფასებს საბანკო სისტემას და მნიშვნელოვანია, რომ ამ თვალსაზრისით მეტი ნაბიჯები გადაიდგმება სამომავლოდ. რეალურად ჩვენ ველოდებით მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების შემსუბუქებას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მომავალი წლის განმავლობაში მნიშნელოვნად შეამცირებს წნეხს საბანკო სისტემაზე“ - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას კვლავაც შეუფერხებლად განაგრძობს. ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც. ეროვნული ბანკი დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად კი საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურ მუშაობს განაგრძობს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა