მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

აქტიურად ვმუშაობთ სატვირთო საჰაერო ხომალდის დამატების მიმართულებით - Geosky Airlines

news image

2023 წელი როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე გლობალურად სატვირთო გადაზიდვებისთვის გამოწვევებით იყო სავსე, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geosky Airlines-ის პრეზიდენტი შალვა კიკნაძე.

მისი თქმით ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი კლება მეორე და მესამე კვარტალში დაფიქსირდა. 

„2023 წელი იყო რთული. განსაკუთრებით ეს მეორე და მესამე კვარტლებზე აისახა. როდესაც შემცირდა მოცულობები, მაშინ როდესაც სამგზავრო გადაზიდვების მაღალი სეზონია. თუმცა საბედნიეროდ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2023 წელის მეოთხე კვარტალში შეინიშნა ტვირთების გადაზიდვებზე ზრდა, ბაზარი დასტაბილურდა და მიუხედავად რთული წლისა მაინც პოზიტიურად ვასრულებთ 2023 წელს.

2023 წლის მეორე და მესამე კვარტლებში კლება რამდენიმე ფაქტორთანაა კავშირში: პირველი ფაქტორი ეს იყო საწვავის ფასი, მეორე ფაქტორი კი პანდემიის შემდეგ როდესაც მოიხსნა შეზღუდვები და ყველა მიმართულებით ოპერირება დაიწყეს დიდმა სამგზავრო თვითმფრინავებმა, სატვირთო გადაზიდვების გარკვეული წილი წაიღეს, რაც პანდემიამდე მათ ეკუთვნოდათ. არის კიდევ მთელი რიგი ფაქტორებისა, რამაც ერთობლიობაში განაპირობა კლება“, - აღნიშნა შალვა კიკნაძემ.

Geosky Airlines-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ სატვირთო გადაზიდვების კუთხით მათთვის 2022 წელი მათ ისტორიაში საკმაოდ აქტიური იყო. 

Geosky Airlines-ი 2024 წელს იმედიანად უყურებს და ამაში იმ კონტრაქტების იმედი აქვს, რომელიც კომპანიამ უკვე გააფორმა. 

„2023 წლის მეოთხე კვარტალში უკვე გაიზარდა ტვირთის გადაზიდვების მოცულობები და რეისების რაოდენობა. ჩვენ 2024 წლის განმავლობაში ახალი ხელშეკრულებები გავაფორმეთ იგივე მიმართულებებზე, რაზეც ვოპერირებთ, ვგულისხმობ საქართველო-ჩინეთი, ჩინეთი-საქართველო, საქართველო-ევროპა, ევროპა-საქართველო. აქედან გამომდინარე ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელი 2023 წელთა შედარებით უფრო სტაბილური იქნება. 

აქტიურად ვმუშაობთ სატვირთო საჰაერო ხომალდის დამატების მიმართულებითაც. უბრალოდ ჯერ ვაკვირდებით და ველოდებით 2024 წლის პირველ კვარტალს, თუ რა შედეგებს გვაჩვენებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა შალვა კიკნაძემ. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა