მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7092
0.0054
flag
AZN 1.6121
-0.0006
flag
CNY 38.048
0.0005
flag
EUR 3.0686
-0.0046
flag
GBP 3.6432
-0.0035
flag
KZT 53.77
0.0007
flag
TRY 0.0706
-0.0003
flag
USD 2.7415
-0.001

„აგროსკოლაში" სასწავლო პროცესი დასრულდა

news image

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის „აგროსკოლის" ფარგლებში 2023-2024 წლების სასწავლო კურსი დასრულდა.

შემაჯამებელ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების პროგრამის ოფიცერი ლელა მამრიკიშვილი მოსწავლეებს შეხვდნენ და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა შეისწავლეს სოფლის მეურნეობის განვითარება, ფერმერთა შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები, ფერმერული მეურნეობის მართვა და მენეჯმენტი, ღვინის ისტორია და ღვინის დეგუსტაცია, ქართული ვაზის ჯიშები და ველური ვაზის მოძიებისა და დაცვის ისტორია საქართველოში, მეხილეობა, მებოსტნეობა, მებაღეობა, ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა, აკვაკულტურა და მეთევზეობა, ვეტერინარია და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ნიადაგმცოდნეობა, გაუდაბნოება და გადაძოვება, სურსათის უვნებლობა, ნარჩენების გადამუშავება, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, განათლების როლი აგრარულ სექტორში და აგროტურიზმი.  

ონლაინ სემინარების შემდეგ, გასვლითი ტურის ფარგლებში ახალგაზრდები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებს ესტუმრნენ. მოსწავლეები სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ სასათბურე მეურნეობაში „მაგემე’’ და ხილის გადამამუშავებელ საწარმოში „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი’’.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „აგროსკოლა"  აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით განახორციელა, სადაც IX-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ  სოფლის მეურნეობის დარგებისა და აგრარული მიმართულებით არსებული პროექტების შესახებ.

„აგროსკოლაში“ მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეძლოთ. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. 

აგრარული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამა „აგროსკოლა“  ყოველწლიურად ჩატარდება.  

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა