მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
0.0238
flag
AZN 1.5961
0.0037
flag
CNY 38.208
0.0149
flag
EUR 3.2143
0.0164
flag
GBP 3.7053
0.0129
flag
KZT 50.12
0.0003
flag
TRY 0.0657
0.0001
flag
USD 2.7143
0.0063

აგროჰაბი ფართოვდება და ახალ ფილიალს საბურთალოზე ხსნის

news image

ნატურალური პროდუქტების პირველი ევროპული სტანდარტების ჰიპერმარკეტი აგროჰაბი • AgroHub ფართოვდება. თბილისში, საბურთალოზე აგროჰაბის ახალი ფილიალის გახსნა რამდენიმე კვირში იგეგმება.

„მზად ხარ ახალი სამსახურისთვის, ცხელი ზაფხულის შემდეგ?!  მოინიშნე კალენდარში ეს თარიღი - 26 სექტემბერს აგროჰაბი კიდევ ერთ ფილიალს ხსნის და ახალ თანამშრომლებს ეძებს.

ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც საკუთარი თავის განვითარება და უამრავი ბენეფიტის მიღება სურს.

დაათვალიერე ყველა პოზიცია, აირჩიე სასურველი და შეავსე ფორმა: https://bit.ly/Agrohub-Vacancies

მისამართი: ბიძინა კვერნაძის ქუჩა, N7/პავლე ასლანიდის ქუჩა, N12“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

აგროჰაბი დღეისათვის თბილისსა და ბათუმში ჯამურად 5 ფილიალს აერთიანებს. აგროჰაბის ფილიალის გახსნა იგეგმება წელს ქუთაისშიც.

თიბისი კაპიტალის FMCG სექტორის მიმოხილვაში, რომელიც 2023 წელს და 2024 წლის 5 თვის მაჩვენებლებს ასახავდა აღნიშნული იყო, რომ თბილისში სუპერმარკეტების ქსელებში აგროჰაბის წილი კი 6%-ია.

აღსანიშნავია, რომ აგროჰაბი პირველი ევროპული სტანდარტების აგროპროდუქტების ჰიპერმარკეტია საქართველოში, რომლის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებლისთვის 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიწოდებაა.

„აგროჰაბის“ პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 2016 წლის დეკემბერში გაიხსნა. კომპანია ამჟამად ფერმებს, მეურნეობებს, ცენტრალურ საწარმოსა და 5 ფილიალს აერთიანებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა