AgileXchange - საქართველოში პირველი Agile სამიტი გაიმართა
„პირველი ქართული პლატფორმა Agile Mentor – ძალიან დროული და საჭირო ინიციატივაა, რომელიც დაეხმარება ქართულ კომპანიებს დანერგონ საერთაშორისო Agile პრაქტიკები და რაც მთავარია, მასში ჩართულმა ადამიანებმა ისწავლონ აზროვნების წყობისა და ქცევის წესების შეცვლა“, - აცხადებს „ლიბერთის“ ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ჩუბინიძე, რომელიც AgileXchange-ს, საქართველოში პირველი Agile სამიტი ერთ-ერთი სპიკერი იყო.
AgileXchange ტექნოპარკში კომპანია Agile Mentor-ის ორგანიზებითა და „ლიბერთის“ მხარდაჭერით, ჩატარდა, სადაც მოწვეულმა სპიკერებმა, Agile ტრანსფორმაციით დაინტერესებულ საზოგადოებას, ახალი საერთაშორისო მიდგომები, ასევე ქართული ბიზნეს კომპანიებისა და კომერციული ბანკების პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.
Agile Mentor-ის დამფუძნებელი, ტრენერი და Agile ექსპერტი მარია ღლონტი ამბობს, რომ მაღალი კონკურენცია, კომპლექსური და ცვალებადი გარემო, დაინტერესებული მხარეების სიმრავლე, ბიზნესის წარმომადგენლებისა და ტექნოლოგიების მცოდნე პროფესიონალებთან კოლაბორაციულად მუშაობის აუცილებლობა და მასშტაბი, სწორედ ის ფაქტორებია, სადაც Agile მართვის მოქნილი მიდგომები ყველაზე ეფექტურად გამოიყენება.
„AgileXchange ეს არის საქართველოში პირველი Agile სამიტი, ხოლო Agile Mentor-ი არის კომპანია, რომელიც ემსახურება Agile პროფესიების დონისა და Agile ცნობიერების ამაღლებას საქართველოში. ღონისძიება დაორგანიზებულია მათთვის ვისაც აინტერესებს Agile მიდგომა, ან მოღვაწეობს Agile სფეროში. ეს არის ზეიმი იმ პროფესიის წარმომადგენლებისთვის, ვინც დღეს Agile მიდგომით მუშაობს და ქართველ დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, რომ გაიზიარონ გამოცდილება საქართველოში უკვე იმ კომპანიებისგან, ვინც Agile მიდგომები საკუთარ საქმიანობაში გამოსცადა. მსოფლიო კვლევებმა აჩვენა, რომ იმისათვის, რომ მსოფლიოში Agile მიდგომები დაინერგოს პირველ რიგში ყველაფერი იწყება ადამიანებისგან და მათი ცნობიერებიდან. შესაბამისად პროფესიულ განვითარებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ასევე ლიდერების დიდი მხარდაჭერას იმისათვის, რომ რეალურად შეძლოს, შეითვისოს, გაითავისოს და შეისისხლხორცოს ორგანიზაციამ და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ამ მიდგომებიდან“, - განუცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ Agile Mentor-ის დამფუძნებელმა მარია ღლონტმა.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები