მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

Adobe Systems Inc (ADBE)-ის აქციების ფასი AI-ზე მაღალი მოთხოვნის გამო იზრდება

news image

გიზიარებთ ბლოგსAdobe Systems Inc (ADBE)-მა აქციების ფასის საგრძნობი ზრდა 3 თვის განმავლობაში 31%-იანი მატებით დააფიქსირა. აღმასვლა ივნისის თვეში შემოსავლების შთამბეჭდავი ანგარიშის წარდგენის შემდეგ დაიწყო, რომელიც Adobe-ს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებზე მაღალ მოთხოვნას უსვამდა ხაზს. 


ანალიტიკოსების ვარაუდით, Adobe Systems Inc (ADBE)-ის მოგება ფისკალურ წელს სავარაუდოდ 13%-ით გაიზრდება. მანამდე კი, Adobe Systems Inc (ADBE) მოგების შესახებ მომდევნო ანგარიშს 2024 წლის 12 სექტემბერს გამოაქვეყნებს. ექსპერტები ელიან, რომ მოგება ერთ აქციაზე $4,53-ის ფარგლებში იქნება, რაც წინა წელთან შედარებით 10,76%-იან ზრდას ასახავს. რაც შეეხება შემოსავლის პროგნოზს, ის $5,37 მილიარდია და გასული წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, 9,72%-იან მატებას აჩვენებს.


აღსანიშნავია ისიც, რომ ივნისში Adobe Systems Inc (ADBE)-ის აქციების ფასმა, 2020 წლის მარტიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი ზრდა შეძლო. როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა შანტანუ ნარაიენმა მიიჩნია, ძლიერი შედეგები Adobe's Creative Cloud-ის, Document Cloud-ისა და Experience Cloud-ის ზრდასთან ერთად, სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღწეულმა რეზულტატმა განაპირობა.


12 სექტემბერს ჩანიშნული მნიშვნელოვანი თარიღის გარდა, Adobe Systems Inc (ADBE)-მა კალენდარზე 14 სექტემბერიც მოინიშნა და დაანონსა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან კითხვა-პასუხის სესიას, Adobe MAX 2024-ზე, მაიამიში გამართავს. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია Adobe Investor Relations-ის საიტზე გაეშვება, ხოლო ჩანაწერი, მასთან დაკავშირებულ მასალებთან ერთად, ასევე ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.


Adobe Systems Inc (ADBE)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.


*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა