ADB საქართველოს 68 198 000 ლარის სესხს გამოუყოფს
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის სასესხო შეთანხმებით (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2) სესხის სახით გამოყოფილი იქნება 68,198,000 ლარი.
ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია მსესხებლის პროფესიული განათლებისა და სწავლების სექტორის მხარდაჭერა. ის მოიცავს: პროფესიული განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესებას პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებში; პროფესიული განათლების სისტემის ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის გაზრდას; ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას პროფესიული განათლების სფეროში კერძო პირების მონაწილეობის გაზრდის გზით. სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ხანგრძლივობა 15 წელია, შეღავათიანი პერიოდი კი - სამი წელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები