მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

აჭარის პოპულარიზაცია 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

news image

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  ITB Berlin წარადგინა. უწყების მენეჯმენტმა, რეგიონის ცნობადობის გაზრდისა და ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით, 50-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა სარეკლამო, ტურისტული კომპანიების, მსხვილი მედიაჰოლდინგების, ასოციაციებისა და ციფრული მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორის Bloomberg-ის, Euronews-ის, BBC-ის, Wanderlust-ის, The Culture Trip-ის, Nat Geo Traveller-ის, World Travel Cities Federation-ის მენეჯმენტთან, ასევე 
UNESCO-ს, aeroTELEGRAPH GmbH-ის, Beautiful Destinations-ის, Die Zeit-ის, Bild. De-ისა და სხვებთან. 

დეპარტამენტის მენეჯმენტმა საერთაშორისო ღონისძიებაშიც IMM Germany მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გერმანულენოვანი ქვეყნების ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან გამართა. ITB Berlin მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენაა, რომელშიც წელს 190 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. წელს, მას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. გამოფენას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდნენ. წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების პოზიციონირება ჯამში 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა, როგორც ევროპაში,  ისე აზიასა  და მეზობელ ქვეყნებში.  

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა