მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

აჭარაში მიმდინარე და დასრულებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები

news image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წლის ანგარიში წარუდგინა, სადაც ვრცლად ისაუბრა იმ მნიშვნელოვან, მსხვილ პროექტებზე, რაც ბათუმში განხორციელდა. თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს და ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

„გახსოვთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავხსენით ჟიული შარტავას სახელობის განახლებული გმირთა ხეივანი, ასევე დასრულდა „ოცნების ქალაქის" პირველი ეტაპი. ასევე, დავასრულეთ ჩაქვში ძალოსნობის ბაზა და პირადად ვნახე ის პროგრესი, რომელიც გვაქვს მაღალმთიან აჭარაში, ხულო-ზარზმის საბოლოო ეტაპის სამუშაოებთან დაკავშირებით. სამუშაო ტემპის გათვალისწინებით, ეს პროექტი წელს აუცილებლად დასრულდება. 

 

ეს ყველაფერი მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტით და რესპუბლიკური ბიუჯეტით არ კეთდება და ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს როგორც საქართველოს მთავრობისგან, მინისტრებისგან ასევე, პირადად ბატონი პრემიერისგან და მას კიდევ ერთხელ  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

 

„ასევე მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო აჭარაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. „ოცნების ქალაქი" ვახსენე და, ალბათ გახსოვთ ყველას, რომ წლების წინ მე ვთქვი, რომ ამ საკითხის გადაჭრა იქნებოდა ჩვენი მთავრობის ღირსების საკითხი,  და ნამდვილად, გულწრფელად მიხარია, რომ უკვე 582 ოჯახიდაკმაყოფილდა ბინებით. ასევე ნახეთ, ამ ქვეყნის და ამ ხალხის მიმართ მტრულად განწყობილმა რადიკალურმა ძალებმა და მათთან შეხმატკბილებულმა ტელევიზიებმა რამდენი ჭორ-მართალი და რამდენი სიყალბე მოიგონეს, რომ როგორმე ჩრდილი მიეყენებინათ ამ პროექტისთვის. 

 

ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რომელიც ბათუმს უკავშირდება გახლავთ ავარიული სახლები. ჩვენ აქაც ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა საქართველოს მთავრობისგან.  დავამტკიცეთ მიზნობრივი პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე". ამ ეტაპზე 10-ზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა. შემდეგი 2 წლის განმავლობაში, 3000-ზე მეტი ჩვენი თანაქალაქელი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმეა, ვინაიდან გესმით, რომ წლების წინ აშენებული შენობები, მრავალბინიანი კორპუსები, ე.წ. ხრუშჩოვკები და ა. შ. ამორტიზაციის პერიოდს გასცდა და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ სწორად ჩავანაცვლოთ ეს პროექტები" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.  

 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული „განახლებული რეგიონების პროგრამის" ფარგლებში, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში. „მინდა კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, ვინაიდან ეს დიდი მხარდაჭერით და მათი უშუალო ჩართულობით ხორციელდება და მადლობა მათ კიდევ ერთხელ. 

 

პროექტებს რაც შეეხება, ქობულეთში უკვე დასრულდა ბულვარის მშენებლობა „განახლებული რეგიონების პროგრამის" ფარგლებში. ხელვაჩაურში მოეწყო ახალი მოედნები, ბავშვთა გასართობი სკვერები, ხულოში მოვახდინეთ ქუჩების რეაბილიტაცია და მაქსიმალურად შენარჩუნებულია ავთენტურობა, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი გვყავდეს მაღალმთიან აჭარაში და კერძოდ, ხულოში. ასევე, მოხდა დაბა ქედის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია. ასევე, ძალიან მალე დასრულდება შუახევში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა