მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

80%-იანი დანაკარგი მძიმე შედეგია წარმოებისთვის, თუმცა ბაზარზე მასშტაბური გეგმებით დავბრუნდებით - GDB აგრო

news image

გლობალური გამოწვევები ქართული ნატურალური პროდუქციის მწარმოებლებისთვის სერიოზული დაბრკოლება გახდა. მწარმოებლები სერიოზულ დანაკარგს განიცდიან.

GDB აგროს შემთხვევაში, ზარალი 80%-ს შეადგენს. თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ივა ჭყონია Business Insider Georgia - თან ამბობს, არ ნებდებიან და მომავალი წლიდან ახალი პროექტებით და გეგმით ბრუნდებიან ბაზარზე.

,,მოლოდინთან დაკავშირებით მოსავლის მხოლოდ 20% მივიღეთ. 80%-იანი დანაკარგი მძიმე შედეგია წარმოებისთვის. ყველაზე პრობლემური ჩვენთვის უამინდობაა - სეტყვაა, უხვი ნალექი, რამაც ყველას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ალბათ, ყველა რეგიონისთვის გამოწვევაა, ვინაიდან უამინდობამ როგორც ერთწლიან, ასევე მრავალწლიან ნარგავებში მძიმე კვალი დატოვა.

რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ წარმოება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. გლობალური დათბობის შედეგია, რაც ხდება,  არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა,  ამ გამოწვევებთან ბრძოლა საკმაოდ ხარჯიანია, რაც ზრდის ასევე პროდუქტის თვითღირებულებას. აგრომიმართულება რთულ სიტუაციაში იყო, მათ შორის, ჩვენი კომპანიაც, დიდი დანაკარგი განვიცადეთ, მაგრამ არ ვეპუებით და ვაგრძელებთ პროექტებს", - აცხადებს ივა ჭყონია.

მისი თქმით, აპრილის ბოლოდან, როცა ახალი სეზონი დაიწყება,  GDB აგრო ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. 

,,არ ვნებდებით და გავაგრძელებთ აქტიურობას ჩვეულ რეჟიმში. სექტორს მთავრობასთან ერთად ბევრი სამუშაო აქვს  ჩასატარებელი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. ეს ეხება არა მხოლოდ დაზღვევის მიმართულებას, არამედ თუნდაც სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების გამოყენებას, რაც მოსავალს  დაიცავს", - დასძენს ივა ჭყონია Business Insider Georgia - თან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ,,ჯიდიბი აგრო“-მ წელს სოფლის მეურნეობის უმაღლესი საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის GLOBAL GAP დანერგვის შესახებ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა.

GLOBAL GAP წარმოადგენს შესაბამისობის დადასტურებას, რომ კომპანიის მიერ პროდუქციის წარმოებისას დაცული და უზრუნველყოფილია მცენარეთა დაცვის საშუალებების, მინერალური სასუქების გამოყენების წესი, მინდვრის, ნიადაგის, წყლის, ჰაერის მდგომარეობა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით. ასევე სერტიფიკატი ადასტურებს ნარჩენების სწორად მართვას, ტერიტორიაზე სანიტარულ ჰიგიენური წესების დაცვას და დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებას.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა