მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

news image

ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება აუცილებელია. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7-10 გრადუსამდე იზრდება, მანქანა ზაფხულის საბურავებით უნდა აღიჭურვოს. „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს სპეციალური შეთავაზებები უკვე მოუმზადა - 26 აპრილის ჩათვლით Petlas-ის საბურავებზე 30%-იანი ქეშბექი მოქმედებს.

საბურავების სწორად შერჩევასა და სეზონის შესაბამისად შეცვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის. ზაფხულის საბურავებისშემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ საფარზე საიმედოა. მაშინ როცა, ზამთრის საბურავები მაღალი ტემპერატურის პირობებში რბილდება და შედეგად, გადაადგილება რთულდება. გარდა ამისა, ზაფხულში ზამთრის საბურავი უფრო სწრაფად ცვდება და მგზავრობა სახიფათო ხდება, განსაკუთრებით სწრაფი მანევრირებისას. მისი მაღალი პროტექტორები აჩქარებისა და დამუხრუჭებისას დეფორმირდება. იზრდება სამუხრუჭე მანძილი და მკვეთრი მანევრის შესრულებისას ავტომობილის დამორჩილება რთულდება. ასევე, თბილ ზედაპირზე ზამთრის საბურავების ხახუნის ძალა უფრო მაღალია, რაც საწვავის მოხმარების ზრდას იწვევს.

იმისათვის, რომ მივხვდეთ, როდის არის საბურავი შესაცვლელი, უნდა დავაკვირდეთ პროტექტორებს შორის არსებულ ცვეთის ინდიკატორს. როდესაც პროტექტორის სიმაღლე ცვეთის ინდიკატორთან ახლოს მივა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან ასეთი საბურავებით გადაადგილება უსაფრთხო აღარ არის.

ახალი საბურავების შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ავტომობილის დისკის ზომა და მწარმოებლის რეკომენდაციები. საბურავების არასწორი ზომის გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც გადაცემათა კოლოფის, ისე სხვა ნაწილების დაზიანება.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს საბურავების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის სპეციალისტები კი მძღოლებს ავტომობილისთვის შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევაში დაეხმარებიან.

__

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა