მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

3 აპრილს ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

news image

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქუთაისში, 3 აპრილს, დასაქმების ფორუმი გაიმართება.

სამუშაოს მაძიებლებს, ერთიან სივრცეში შესაძლებლობა ექნებათ, 35-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს  შეხვდნენ   და 350 -ზე მეტ ვაკანსიას გაეცნონ.

ფორუმზე ვაკანსიები წარმოდგენილი იქნება: საბანკო, საფინანსო, საოფისე, სამედიცინო და  აიტი სფეროებიდან, ასევე - საწარმო, რითეილის, გაყიდვების, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით.

გარდა დასაქმების შესაძლებლობისა, პირველად, ქუთაისის ფორუმის ფარგლებში, მოეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხე, სადაც ადგილობრივი უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები, ახალგაზრდებს, საკუთარ სასწავლო პროგრამებსა და ფაკულტეტებს გააცნობენ.

ღონისძიების მიზანია მოქალაქეებისთვის დასაქმების შესაძლებლობის გამარტივება და ხელშეწყობა, ხოლო კომპანიებისთვის - კვალიფიციური კადრების მოძიებაში დასაქმება.

ქუთაისის დასაქმების ფორუმი, 3 აპრილს, 14:00 დან  – 16:00 საათამდე გაიმართება.  მისამართი: სასტუმრო „ქუთაისი ინნ“,  დ. აღმაშენებლის 2. (100 კიბესთან)

დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, დასაქმების ფორუმებს  მუდმივად მართავს, თბილისსა და რეგიონებში. შემდეგი მასშტაბური ფორუმი, ტურისტული სეზონის სამზადისთან ერთად, ბათუმში გაიმართება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა