მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028
0.0053
flag
AZN 1.6173
-0.0001
flag
CNY 37.601
-0.0077
flag
EUR 3.1614
0.0365
flag
GBP 3.677
0.0381
flag
KZT 53.02
0.0045
flag
TRY 0.0719
-0.0002
flag
USD 2.75
-0.0003

3-5 დეკემბერს, ბათუმი პირველ საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ უმასპინძლებს

news image


სამი დღის განმავლობაში, 3-5 დეკემბერს ბათუმში საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების ფრანგი, ბელგიელი, ლატვიელი შეფები, რესტორატორები თურქ და ქართველ სპიკერებთან ერთად გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ, ადგილობრივი შეფებისთვის კი კერძების მომზადების მასტერკლასებს ჩაატარებენ. 
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პირველ გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო  გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით ატარებს.
როგორც ფორუმის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფორუმის პირველ დღე სხვადასხვა  მნიშვნელოვან თემას დაეთმობა, მათ შორის ისაუბრებენ  ისეთ საკითხზე, როგორიც არის განათლების როლი გასტრონომიის განვითარებაში, , გასტრონომიული კონფერენციების, კულინარიული შეჯიბრების  შედეგები და მნიშვნელობა, ბასკეთის მაგალითი „როგორ შეიძლება იქცეს რეგიონი გასტრონომიის მექად“, უძველესი ქართული გასტრონომიული კულტურა და სხვა. 
ფორუმის მეორე და მესამე დღეს ჩატარდება  კულინარიულ მასტერკლასები, რომლის ფარგლებშიც  უცხოელი შეფები ადგილობრივი შეფ-მზარეულებისთვის თევზის, ხორცისა და სოუსების მომზადების მასტერკლასებს ჩაატარებენ. ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადება, რომლის ნახვაც მსურველებს serviceajara.ge -ზე შეეძლებათ.
ევროპელ შეფებთან ერთად ფორუმზე სპიკერებადაა  მოწვეული PALOMA finesse hotels პალომას სასტუმროების აღმასრულებელი შეფი თურქეთიდან, FERRANDI – Paris  სკოლის (გასტრონომია და ტურიზმი) საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი საფრანგეთიდან, ქართველი შეფები და რესტორატორები გიორგი ნინუა, გურამ ბაღდოშვილი და გასტრონომიის მკვლევარი, ექსპერტი დალილა ცატავა. ფორუმზე დასწრება  შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია. 
დასწრება უფასოა და მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე  https://serviceajara.ge/Trainings/1/  უნდა გაიარონ.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა