მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7068.7
0.0224
flag
AZN 1.6137
-0.001
flag
CNY 38.109
0.0174
flag
EUR 3.0464
-0.0548
flag
GBP 3.6243
-0.0252
flag
KZT 53.98
0.0082
flag
TRY 0.0707
-0.0004
flag
USD 2.744
-0.0016

26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი კიდევ ერთხელ ჩატარდება

news image

ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის ჩატარებას გეგმავს. შესაბამისობის აუდიტს აშშ-ში რეგისტრირებული, ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ აკრედიტებული საარჩევნო სისტემების ტესტირების ლაბორატორია PRO V&V ჩაატარებს, რომელიც შესაბამისი პროცედურების განხორციელების შედეგად გამოვლინდა. 

 

შესაბამისობის აუდიტი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველი ეტაპი -  მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ანალიზს და მათი შესაბამისობის დადგენას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, მეორე ეტაპი - არჩევნებისთვის აპარატურის მომზადების პროცესზე დაკვირვებას და კონფიგურაციისთვის საჭირო ფაილების სიზუსტის დადგენას, მესამე ეტაპი კი  - კენჭისყრის დღეზე დაკვირვებას.

 

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსად გასული წლისა, შესაბამისობის აუდიტის შედეგები ასახული იქნება დასკვნაში (ანგარიშში) და საჯარო გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცესკომ, საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, 2023 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი განახორციელა და მისი შედეგები საზოგადოებას გააცნო, რამაც კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და საჯაროობა შესძინა პროცესს და ამომწურავი პასუხი გასცა ყველა კითხვას, მითსა თუ წუხილს. 

 

საარჩევნო კანონმდებლობა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების აუდიტს ითვალისწინებს ე.წ. ქაღალდის კვალის პრინციპით, რაც გულისხმობს პროცესის ყველა ეტაპზე ქაღალდის კვალის არსებობას. ქაღალდის კვალი იძლევა პროცესის ყველა ეტაპზე გადამოწმების, გაცნობის და მონიტორინგის შესაძლებლობას, ამასთან, კანონის შესაბამისად,  ბიულეტენები დაითვლება ხელითაც და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება კენჭისყრის შედეგები. მიუხედავად ამისა, ცესკო საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, უკვე მეორედ ახორციელებს პროცესის აუდიტს, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია ადასტურებს თავის მზაობას, მომავალშიც მიაწოდოს ინფორმაცია ამომრჩეველს საარჩევნო საკითხებზე და იმოქმედოს არჩევნების ადმინისტრირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა