21 სექტემბერს, თბილისში, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, თბილისში, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქარველოს ნაკრების და მილანის ლეგენდები შეხვდებიან. ბილეთის ფასი: 10, 30 და 50 ლარი. მატჩის დაწყების დრო: 19:00 კარის გაღების დრო: 17:00 ბილეთის შეძენა და ინფორმაციის შევსება აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის. ინფორმაცია ეტლის მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. ბილეთის მისაღებად გამოგვიგზავნეთ ეტლით სარგებლობის შესაბამისი საბუთი და პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მეილზე: support@tkt.ge გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მეილზე უკუკავშირით დაგიბრუნდებით 72 საათის განმავლობაში. სტადიონზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები იხილეთ ბმულზე: https://www.gff.ge/ge/stadiums/rules
ვრცლად იხილეთ
სხვა სიახლეები