მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7063.1
0.0094
flag
AZN 1.5924
0.0017
flag
CNY 38.059
0.0075
flag
EUR 3.1979
0.0181
flag
GBP 3.6924
0.0124
flag
KZT 50.09
0.0005
flag
TRY 0.0656
0.0001
flag
USD 2.708
0.0029

2028 წლამდე ასოცირების დღის წესრიგიდან და DCFTA-დან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულებას ვაპირებთ - ირაკლი კობახიძე

news image

სწორედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა დაბრკოლებები ჩვენს გზაზე ევროკავშირისკენ, ეს არ იყო ქართული მხარე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში.

პრემიერის თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, არჩევნების შედეგებზე ოპოზიციის სასარგებლოდ გავლენის მოხდენის მიზნით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განცხადება გააკეთა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაყინვის შესახებ.

„ეს არის სპეკულაციების ერთ-ერთი მაგალითი და ბევრი იყო სპეკულაცია ჩვენს განცხადებებთან დაკავშირებით. ძირითადად, რაც ჩვენ ვთქვით, იყო ის, რომ ჩვენ არ ვაპირებდით გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებას, ეს არ იყო ევროინტეგრაციაზე, ეს იყო კონკრეტულად გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, რომელიც არის ევროინტეგრაციის სპეციფიკური ინსტრუმენტი, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებდით გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ჩვენი მხრიდან 2028 წლამდე.

ამავე დროს, ჩვენ ვთქვით, რომ თუ ევროკავშირი აპირებს შესთავაზოს საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით მას.ეს იყო ძალიან კონკრეტული, რაც ჩვენ განვაცხადეთ.

ჩვენ ასევე განვაცხადეთ იმავე ბრიფინგზე, რომ ვერაფერი შეგვაფერხებდა ჩვენს გზაზე ევროინტეგრაციისკენ, ამიტომ ვაპირებთ 2028 წლამდე ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულებას, ამიტომ ვაპირებთ DCFTA-დან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულებას 2028 წლამდე.

ეს ხელოვნური დაბრკოლება გაწევრიანების კუთხით ქართულმა მხარემ კი არ შექმნა, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, არჩევნების შედეგებზე ოპოზიციის სასარგებლოდ გავლენის მოხდენის მიზნით, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, განცხადება გააკეთა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაყინვის შესახებ.

ასე რომ, თქვენ ხედავთ, რამდენად სპეკულაციურია ზოგიერთი ბიუროკრატი.ეს არ იყო ქართული მხარე, სწორედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა დაბრკოლებები ჩვენს გზაზე ევროკავშირისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა როჯერ კოპელმა ჩაწერა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა