მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 9%-ით გაიზარდა - ირაკლი ქარქაშაძე

news image

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 9%-ითაა გაზრდილი. ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა განაცხადა. ირაკლი ქარქაშაძის თქმით, მგზავრთნაკადის მხრივ 2024 წელი რეკორდული იყო, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმდინარე სტატისტიკა ზრდას აჩვენებს. 

„2024 წელი იყო უპრეცედენტო წელი საქართველოს ავიაციის ისტორიაში. განსაკუთრებით ბოლო 2 წელი ჩვენ ახალ ახალ რეკორდებს ვდებთ, თუმცა 2024 წელს შევძელით და მოვემსახურეთ 4 მლნ 700 ათას მგზავრს თბილისში, რაც საკმაოდ დიდი ციფრია და დავდეთ 24%-იანი ზრდა. თავი, რომ დავანებოთ 2024 წელს და გავაკეთოთ დაშვება, რომ აპოკალიფსი უნდა დამდგარიყო ჩვენს ეკონომიკაში და მგზავრთნაკადი დაკლებულიო, ესეც არ გამართლდა - საბედნიეროდ.

უკვე 2025 წლის იანვარ-თებერვლის ჭრილში ჩვენ გვაქვს მგზავრთნაკადის 9%-იანი ზრდა. დაახლოებით 80 ათასი მგზავრით მეტი ჩამოვიდა, ვიდრე 2024 წლის იმავე პერიოდში. 993 ათას მგზავრს მოვემსახურეთ, ეს განპირობებულია იმით, რომ სწორი ეკონომიკური და საავიაციო პოლიტიკა გაგვაჩნია - ქვეყანას, ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს და შესაბამისად ის პროგნოზები, რომელსაც მავანნი აკეთებდნენ ვერ და არ გამართლდა. ეს ასეც იქნებოდა, რადგანაც მათი პროგნოზები დაფუძნებული არ იყო რეალობაზე“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა