მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7027
-0.0076
flag
AZN 1.5878
-0.0012
flag
CNY 37.564
-0.0023
flag
EUR 3.1317
0.0133
flag
GBP 3.5944
0.0038
flag
KZT 50.23
0.0002
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.6993
-0.002

2025 წელს თბილისს საერთო ჯამში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

news image

2024 წლის ბოლოს თბილისს 1019 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსი ემსახურებოდა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 18,4%-იანი ზრდაა. როგორც Business Insider Georgia-ს   „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით შპს ,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის მიზნით მარშრუტებზე მომსახურე 860 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსი ირიცხებოდა, რაც 2024 წლისთვის გაიზარდა და  31 დეკემბრის მონაცემებით 1019 ერთეული ავტობუსი  შეადგინა.

ავტობუსების რაოდენობის ზრდის პარალელურად შემცირდა ლოდინის დროც. 

„აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 18-მეტრიანი ავტობუსები ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი იმ მარშრუტებზე გადანაწილდა, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება, შესაბამისად გარკვეულ მარშრუტებზე მოცდის ინტერვალი შემცირდა. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განმარტავენ  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

აღსანიშნავია, რომ  2024 წელს კომპანიამ დამატებით 40 ერთეული , M3 კატეგორიის,  MAN-ის მარკის, 18-მეტრიანი ავტობუსი  შეისყიდა. შესაბამისად, 2025 წელს თბილისს საერთო ჯამში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება.

გარდა ამისა, გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად.

2024 წელს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ 322 139 227 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 0,1%-იან კლებას აჩვენებს.

როგორც Business Insider Georgia-ს მიერ  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2024  წელს კომპანია სულ 322 139 227 მგზავრს მოემსახურა, საიდანაც 53%-ი მუნიციპალური ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრთნაკადია.

უფრო კონკრეტულად, 2024 წელს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გატარებული მგზავრთნაკადი ასე გამოიყურება:

მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) -150 432 097 მგზავრი (კლება 1,6%)

M3 კატეგორიის ავტობუსი -169 354 506 მგზავრი (ზრდა 1%)

საბაგირო - 2 352 624 მგზავრი (ზრდა 13,9%)

ხოლო რაც შეეხება 2023 წლის მგზავრთნაკადს, მანდ 322 622 852 მგზავრი შეადგინა, მათ შორის:

მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) -152 940 640 მგზავრი,

M3 კატეგორიის ავტობუსი -167 616 369 მგზავრი,

საბაგირო - 2 065 843 მგზავრი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია (ყოფილი შპს „თბილისის მეტრო"), რომლის 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია, ოპერირებს 1966 წლიდან, როდესაც გაიხსნა მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთი დიდუბე რუსთაველის მიმართულებით

  • 2009 წელს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური ავტობუსები და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონება სამი ავტოპარკის სახით.
  • 2012 წელს კი კომპანიას შემოუერთდა თბილისში მდებარე საბაგირო გზების ინფრასტრუქტურა და ახლად აშენებული რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა.
  • 2018 წელს კომპანიის მართველობაში გადმოვიდა თბილისის პარკინგის სისტემა 32’000-მდე საპარკინგე ადგილით.

კომპანიაში დასაქმებულია 6’492-მდე ადამიანი, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სატრანსპორტო მომსახურება და მგზავრობა მათთვის იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული  

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა