მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

2024 წელს უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და დასაქმებულთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - ვახტანგ ცინცაძე

news image

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2024 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახა შრომის ბაზრის  ტენდენციებზე - 2024 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა, ასევე  რეკორდულად მაღალია დასაქმებულთა ოდენობა - 2024 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 68 000-თ გაიზარდა და მილიონ 402 ათასი შეადგინა. 

 

„ეკონომიკური ზრდის მიმართულებით საქართველო, გლობალურად, ერთ-ერთი ლიდერია, 2024 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9,5 პროცენტი შეადგინა, რაც თავისთავად აისახა შრომის ბაზრის მიმართულებით პოზიტიურ ტენდენციებზე - გასული წლის მონაცემებით, რეკორდულად მაღალია დასაქმებულთა რაოდენობა, უმუშევრობა კი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება როგორც თვითდასაქმებულთა, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა ჯგუფებში.

 

„შრომის ბაზარს რომ შევხედოთ, სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად ხდება დასაქმების ზრდა, რაც შრომის ბაზარზე ჯანსაღ ტენდენციებზე და ზოგადად, შრომის ბაზრის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს" - აღნიშნა ცინცაძემ.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება.

 

„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს შევინარჩუნებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რაც, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გაჯანსაღდეს შრომის ბაზარი, გაიზარდოს დასაქმებულთა ოდენობა, შემცირდეს უმუშევრობის მაჩვენებლები და ასევე  გაიზარდოს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ქვეყანაში შეიქმნას უფრო მეტი დოვლათი და ყოველივე ამან ხელი შეუწყოს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებას" - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა