მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.3
0.017
flag
AZN 1.6097
0.0044
flag
CNY 39.703
0.0132
flag
EUR 3.1382
0.0121
flag
GBP 3.63
0.0127
flag
KZT 56.39
0.007
flag
TRY 0.0619
0.0001
flag
USD 2.7365
0.0075

2024 წელს უმუშევრობა 15.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი - Galt & Taggart

news image

Galt & Taggart- 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირებას პროგნოზირებს. 

„ჯამურად, 2023 წელს უმუშევრობის დონე წლიურად 0.9 პროცენტული პუნქტით 16.4%-მდე შემცირდა. ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობის დონის შემცირება გაგრძელდება და 15.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2024 წელს“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში. 

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე 15.3%-მდე შემცირდა წინა კვარტალში დაფიქსირებული 15.6%-ის შემდეგ.

ეს შემცირება ძირითადად მაღალი ეკონომიკური აქტივობით იხსნება. აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა (+8.4% წ/წ) და მთლიანი დასაქმების 69.8% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულები კვარტალურად 2.1%-ით შემცირდა (-1.6% წ/წ).

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე კვლავ გაუმჯობესდა და 2023 წლის მე-4 კვარტალში 54.3% შეადგინა, რაც გაზრდილია წინა კვარტლის 53.6%-დან და აღემატება ასევე პამდემიამდელ დონეს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა