მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

2024 წელს საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების 6 მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ - ირაკლი ქარსელაძე

news image

მიმდინარე წელს საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების 6 მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  2024 წელი მიღწევებითა და შედეგებით გამორჩეული იყო.

„წელს გაიჭრა საქართველოში ყველაზე გრძელი ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი, გავხსენით ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, წნორის შემოვლითი 18 კმ-იანი, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი და ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზები. საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ, რომელიც უკვე 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოს საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარება  აქტიურად გრძელდება და დღეისათვის, ქვეყნის ტეროტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით. გრძელდება მაგისტრალის ახალი მონაკვეთების განვითარება და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 2024 წელს, ქვეყნის მასშტაბით, გზების რეაბილიტაციის 149 პროექტის ფარგლებში, 1100 კმ გზაზე მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, საიდანაც  წლის ბოლომდე, 101 პროექტის ფარგლებში, დასრულდება 450 კმ გზის რეაბილიტაცია.

„ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და სატრანზიტო საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის განუყოფელი ნაწილი და მისი საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებით განვითარება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამასთან, მასშტაბითა და საინჟინრო სირთულით უპრეცედენტო  პროექტების განხორციელებით, ხელს უწყობთ საგზაო მშენებლობის დარგის განვითარებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ დარგის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ მრავალ პროფესიულ წარმატებას- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა