მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

2023 წელს მაღალი აქტიურობით ვამთავრებთ და აქტიურად ვიღებთ ჯავშნებს საახალწლოდაც -„ბაკურიანი ინნ"

news image

მიმდინარე წელი ,,ბაკურიანი ინნ"-ის საქმიანობაში საუკეთესოა. სასტუმროში მომართვიანობა მაღალია, რაც ფაქტობრივად ყველა სეზონზე შენარჩუნდა და ასეთივე წარმატებით იღებს სტარტს მომავალი წლისთვის. როგორც ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე Business Insider Georgia - თან ამბობს,  2023-24 წლებში სასტუმროში დამსვენებლებს  მნიშვნელოვანი ღონისძიებები ელოდებათ.

,,სასტუმროში მომართვიანობა წელს საკმაოდ მაღალია. აქტიურად ვიღებთ ჯავშნებს ახალი წლის პერიოდისთვისაც.

წელს ვამატებთ გასართობ სივრცეებს ჩვენი სტუმრებისთვის. ეზოს სივრცეში ვაახლებთ ინვენტარს, რომ სპორტული აქტივობების მოყვარულებს კარგი გარემო დავახვედროთ. გადავდივართ სეზონურ მენიუზე, რათა უფრო მორგებული იყოს მომხმარებელებზე, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის პერიოდში.

2023-24 წლებში ბაკურიანში მნიშვნელოვან ღონისძიებებს ველოდებით. ზამთრის სასრიალო სეზონზე ბაკურიანი მსოფლიო თასის შეჯიბრებს მასპინძლობს სკი ქროსის დისციპლინაში. გვსურს, კარგი სერვისი დავახვედროთ სტუმრებს. რადგან „ბაკურიანი ინნი“ უფრო მეტად საოჯახო სეგმენტზეა გათვლილი, ვმუშაობთ, რომ სეზონზე შიდა სივრცეებში მეტი გასართობი დავახვედროთ ბავშვებსაც. ვგეგმავთ გასართობ პროგრამებს ანიმატორებთან ერთად", - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.

სასტუმროს ერთგვარი უპირატესობაა რეკრეაციული ზონა, გამწვანებული ეზო და ულამაზესი ხედები, რასაც ემატება შემოთავაზებული სერვისები და დასვენებას უფრო მიმზიდველს ხდის.

„ბაკურიანი ინნ“ იდეალური სივრცეა როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ისე მეგობრებთან ერთად განტვირთვისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ბაკურიანში უმეტესად ოჯახები ბავშვებით გვსტუმრობენ, შესაბამისად, ეზოს სივრცე სულ სავსეა როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულის პერიოდში. სასტუმრო სტუმრებს მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს. ზოგადად, კურორტი ახლოსაა ღირსშესანიშნაობებთან და გამოირჩევა სამკურნალო კლიმატით, რაც დამატებით უპირატესობას ქმნის.

„ბაკურიანი ინნის“ დამსვენებლებს შეუძლიათ დაკავდნენ ექსტრემალური სპორტით, ველობილიკებზე ტურებში მიიღონ მონაწილეობა ან დაგეგმონ ლაშქრობები ბაკურიანის ალპურ ბოტანიკურ ბაღში. აქედან გამომდინარე, ჩვენს სტუმრებს ბაკურიანში შეუძლიათ როგორც აქტიური დასვენება, ასევე პასიური. სასტუმროში შერეულია სტანდარტული და ე.წ. „აპარტ“ კატეგორიის ნომრები, რომლებსაც ოჯახთან ერთად დასვენების მსურველები ირჩევენ ხოლმე", - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.

მისი ინფორმაციით, უცხოელი ტურისტები სტუმართა დიდ ნაწილს შეადგენენ, განსაკუთრებით სეზონზე. 

,,უცხოელების მოცულობითი წილი მთლიან დატვირთულობაში დაახლოებით 68%-მდეა. ჩვენ განსაკუთრებით ვცდილობთ, დავფაროთ საქართველოსთვის ყველა მიზნობრივი ბაზარი. დიდია დაინტერესება მათი მხრიდან, რადგან კურორტი ბაკურიანი ზოგადად ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველი მხარეა. გვყავს სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპის ქვეყნებიდან, გალფის ყურის ქვეყნებიდან, შედარებით მცირე ნაწილი მოდის აზიის ქვეყნებიდან", - დასძენს ნინა გაჩეჩილაძე Business Insider Georgia - თან.

„ბაკურიანი ინნ“ რეგიონში გამორჩეული ადგილია მთისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. კურორტი თბილისიდან 2 საათნახევრის მანძილზე მდებარეობს. სასტუმრო 153 ინდივიდუალური ნომრისგან და რამდენიმე საკონფერენციო სივრცისგან შედგება. კურორტი დამსვენებლებს ტურისტულ სერვისებს რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს. 

ლოკაცია ერთნაირად სასურველი სივრცეა ზამთრის ოლიმპიური სახეობების, ზაფხულის ექსტრემალური სამთო სპორტის მოყვარულთათვის, ასევე მეგობრებთან და ბავშვებთან ერთად დასვენების მსურველთათვის. სასტუმროში შექმნილია უსაფრთხო გარემო. 
სასტუმროში განთავსების ფასი, როგორც წესი, სეზონურობით და დატვირთულობით განისაზღვრება. 

,,ბაკურიანი ინნ" ბაზარზე კონკურენტუნარიანი ტარიფებით პოზიციონირებს. შესაბამისად, სტუმრებს ხშირად ხვდებათ  სპეციალური შეთავაზებები, რის გამოც მომხმარებლებისგან ყოველთვის იღებს დადებით უკუკავშირს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა