მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7061.8
-0.0095
flag
AZN 1.6025
-0.0005
flag
CNY 37.987
0.0063
flag
EUR 3.1599
0.0345
flag
GBP 3.7079
0.06
flag
KZT 52.57
0.0038
flag
TRY 0.0687
0.0001
flag
USD 2.7252
-0.0008

2023 წელს გაორმაგებულია სააქციო კაპიტალის მაჩვენებელი, გაზრდილია რეინვესტირების მოცულობა და შემცირებულია სავალო ვალდებულებები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მიმდინარე ჯანსაღ ტენდენციებზე - ვახტანგ ცინცაძე

news image

„ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში 5,4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დააზუსტა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები, რომელიც, ბოლო სამ წელში 456 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი მანამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მშპ-სთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებთან შედარებით“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტიციების კუთხით საკმაოდ გამორჩეული იყო 2022 წელი, როცა ქვეყანაში 2.2 მილიარდ აშშ. დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, ასევე ხაზგასასმელია 2023 წლის მაჩვენებლები, რომლის მიხედვით, ინვესტიციების მოცულობა 1.9 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წელს გაორმაგებულია სააქციო კაპიტალის მაჩვენებელი, ასევე 15 პროცენტით არის გაზრდილი რეინვესტირების მოცულობა და შემცირებულია სავალო ვალდებულებები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მიმდინარე ჯანსაღ ტენდენციებზე“,- განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნა, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება ციფრებში.

„ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კვალდაკვალ გაგრძელდება ქვეყანაში კერძო ინვესტიციების აქტიური შემოდინება, რაც პოზიტიურად აისახება როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ასევე საქართველოს თითოეულ მოქალაქის შემოსავლების ზრდაზე“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა