მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

2022 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 79.9 მილიონი ლარი იყო

news image

2022 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა და 79.9 მილიონი ლარი შეადგინა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. 

ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 73.6 მილიონი ლარია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7.8%-ით არის შემცირებული. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 67.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი 18.6%-ია.

2022 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტალში აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამა აიკრძალა.

 რეგულაციის ამოქმედებამდე, აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ.

აკრძალვის ამოქმედებამდე, 2021 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლებში აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 14.3 მილიონი ლარი შეადგინა.  ამ ფაქტორის გათვალისწინებით, (აზარტული თამაშების რეკლამის გარეშე) 2022 წელს მაუწყებლებმა 6.7 მილიონი ლარით მეტი თანხა მიიღეს და  ჯამში სარეკლამო ბაზარი 9.9%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათი კომერციული სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წელთან შედარებით 4.4%-ითაა შემცირებული და 6.3 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 85.1% რეკლამას, ხოლო 14.7% სპონსორობას უკავია.

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგს და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა