მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7092
0.0054
flag
AZN 1.6121
-0.0006
flag
CNY 38.048
0.0005
flag
EUR 3.0686
-0.0046
flag
GBP 3.6432
-0.0035
flag
KZT 53.77
0.0007
flag
TRY 0.0706
-0.0003
flag
USD 2.7415
-0.001

2022 წელს სამინისტროს მიერ დაკავებულია 307 ძებნილი პირი, მათ შორის 37 პირი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით - შს მინისტრი

news image

„2022 წელს, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის, ევროპოლისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, პარტნიორ სახელმწიფოებთან ხორციელდებოდა ეფექტიანი ურთიერთობა, რაც წელსაც გრძელდება“, -  ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.

„2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს მიერ დაკავებულია 307 ძებნილი პირი, მათ შორის 37 პირი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. საქართველოს პოლიციის მიერ ამოღებულია ინტერპოლის არხებით ძებნილი 56 ავტომობილი. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, პოლიციის ატაშეების უშუალო ჩართულობით, 8 ერთობლივი საპოლიციო მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რა დროსაც დააკავეს 45 პირი, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტები.

საქართველოს პოლიციის ატაშეები წარგზავნილნი არიან 16 სახელმწიფოში, საიდანაც ჯამში მათ მიერ იფარება 24 სახელმწიფო. მიმდინარეობს საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველო წარგზავნის 2 პოლიციის ატაშეს ირლანდიის რესპუბლიკასა და ისრაელში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა