2022 წელს „ნიკორას“ შემოსავალი 895 მილიონი ლარი იყო, „ორი ნაბიჯის“ კი 878 მილიონი
საქართველოს ბაზარი FMCG სექტორში საკმაოდ გაჯერებული და კონკურენტულია. კონკურენციის ფონზე არსებობს მსხვილი სავაჭრო ცენტრები, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ და კონკურენტული გარემოს ფონზე ქმნიანან საუკებს მომხმარებლებისათვის.
ამ ეტაპზე ანალიზისათვის შერჩეულია ორი მსხვილი ქსელური კომპანია, რომელიც დაახლოებით ერთ სეგმენტში გადის, როგორც მცირე და საშუალო ზომის უბნის ტიპის მაღაზია - „ნიკორა“ და „ორი ნაბიჯი“.
აღნიშნული სავაჭრო ქსელები ბრუნვის თვალსაზრისით დაახლოდებით ერთ დონეზე არიან და შესაბამისად მაქსიმალურად შესადარისია მათი ფინანსური ანგარიშგებები.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით მხოლოდ „ნიკორასა“ და „ორ ნაბიჯს“ აქვს გამოქვეყნებული საჯაროდ 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები. ანალიზისათვის გამოყენებულია კონსოლიდირებული ფინანსურ რეპორტები, რადგან თითოეული სავაჭრო ქსელს აქვს ქვე კომპანიები. ასეთი შედარებით მეტია „ნიკორას“ შემთხვევაში.
მაგალითად, მზა საკვების წარმოება, ხორცპროდუქტების წარმოება, თევზის პროდუქციის წარმოება და სხვა. თუმცა შიდა ჯგუფი ტრანზაქციების ეფექტის ელიმინაციით ხდება ანალიზი, რასაც კონსოლიდირებული ფორმა გვაძლევს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, 2022 წლის მაჩვენებლებით „ნიკორას“ და „ორ ნაბიჯის“ ჯგუფები შემოსავლის მიხედვით დაახლოებით ერთ დონეზე არიან.
კერძოდ, „ნიკორას“ შემოსავლებმა 895 მილიონი, „ორი ნაბიჯის“ კი 878 მილიონი შეადგინა. ორივე კომპანიისათვის 2022 წელი შედარებით შემოსავლიანი აღმოჩნდა, 2021 წლის ბრუნვა „ნიკორას“ 650 მილიონი ლარი ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 244 მილიონი ზრდა ჰქონდა, „ორი ნაბიჯის“ შემოსავალი კი 21 წელს 592 მილიონ ლარს შეადგენდა.
„ორ ნაბიჯს“ პროცენტულად უფრო მაღალი ზრდის ტემპი (48%) აქვს, 286 მილიონი ლარის ნომინალური ზრდა გაყიდვებში. შესაბამისად, 2021 წელს „ნიკორა“ 10%-ით უფრო დიდ შემოსავალს აჩვენებდა, ვიდრე „ორი ნაბიჯი“, 2022 წელს კი სხვაობა 2%-მდე არის დასული.
კომპანიები, საკუთარ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გვთავაზობენ შემოსავლის წყაროების ჩაშლას, ასეთი ჩაშლა საკვები და არასაკვები პროდუქციის/სერვისის რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი.
2022 წელს „ნიკორას“ საკვები პროდუქტების რეალიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა მთლიანი შემოსავლის (ბრუნვის) 62 % შეადგინა, 2021 წელს კი 72%-ს უდრიდა. არასაკვები პროდუქციის რეალიზება კი შესაბამისად 38%-ს და 28%-ს უდრიდა. რაც რიცხვებში გამოიხატება, საკვების რეალიზებიდან როგორც ₾557 მილიონი 2022 წელს და ₾466 მილიონი 2021 წელს და არასაკვები პროდუქტების რეალიზებიდან 337 მილიონი და 184 მილიონი (წლების შესაბამისად).
აღსანიშნავია, რომ შემოსავლის 38%-იანი ზრდა „ნიკორას“ შემთხვევაში ძირითადად გამოწვეულია არასაკვები პროდუქციის 84%-იანი ზრდით, რამაც ₾153 მილიონი შეადგინა ნომინალურ ნიშნულში, საკვები პროდუქტების რეალიზება კი მხოლოდ 19%-ით არის გაზრდილი და ნომინალურ ნიშნულში 90 მილიონს შეადგენს.
„ორი ნაბიჯის“ ჯგუფი შედარებით დეტალურ ჩაშლას გვთავაზობს საკუთარი შემოსავლის წყაროების შესახებ ( ამონაგების). საკვების რეალიზების სახით ჯგუფმა 2022 წელს 600 მილიონის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს აღნიშნულმა მონაცემმა 412 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მთლიანი შემოსავლების 68%-ია, ხოლო 2021 წლის მთლიანი შემოსავლის 70%-ი.
2022 წლის მაჩვენებლებით არასაკვები პროდუქციის რეალიზიაზე მთლიანი შემოსავლების 32% მოდის, ხოლო 2021 წელს - 30%. თანხობრივად კი 2022 წელს 277 მილიონი და 2021 წელს 180 მილიონია. საიდანაც 2022 წელს 145 მილიონის არასაკვები პროდუქცია იყო, 118 მილიონის სასმელები და 14 მილიონის სარეკლამო შემოსავლები, 2021 წელს კი 89, 80 და 10 მილიონს შეადგენდა აღნიშნული მონაცემები შესაბამისად.
საკვები პროდუქციის რეალიზაციაში „ორ ნაბიჯს“ 46%-იანი ზრდა აქვს 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, რაც ნომინალურ მონაცემებში 188 მილიონი ლარით გამოიხატება. არასაკვებ პროდუქციაში კი ჯამურად 97 მილიონი ლარიანი ზრდა.
რა თქმა უნდა, პროდუქციის რეალიზაციის შედეგად წარმოიშვება თითოეული პროდუქციის თვითღირებულება, აღნიშნული თვითღირებულების პროდუქტებად ჩაშლას არცერთი კომპანია არ წარადგენს დეტალურად, თუმცა შესაძლებელია ჯამურად რეალიზებული პროდუქციიდან გაყიდული პროდუქციაზე საშუალო მოგების მარჟის დათვლა, კერძოდ 2022 წელს „ნიკორას“ 25,6% საერთო მოგების მარჟა ჰქონდა, 2021 წელს კი აღნიშნიშნულმა მაჩვნეებელმა 26.2% შეადგინა. „ორი ნაბიჯისთვის“ კი 18.78% 2022 წელს და 18.07% 2021 წელს. რაც ნიშნავს, რომ „ნიკორას“ თვითღირებულებასა და ფასს შორის სხვაობა საშუალოდ 26%-ია, „ორი ნაბიჯის“ შემთხვევაში კი სხვაობა ფასსა და თვითღირებულებას შორის საშუალოდ 18%ი. რაც ნიშნავს, რომ „ნიკორა“ დაახლოებით 35% ფასნამატს აწესებს პროდუქციაზე, „ორი ნაბიჯი“ კი 22% ფასნამტს ადებს საკუთარ პროდუქციას (აღნიშნული მაჩვნებელი არ მოიცავს დღგ-ს და სხვა გადასახადებს და ნაჩვენებია გადასახადების გარეშე).
რაც არ უნდა კოლოსალურად ჟღერდეს შემოსავლის (ამონაგების) რიცხვები, კომპანიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვნებელი მაინც წმინდა მოგების ნიშნულია, სწორედ წმინდა მოგების მაქსიმისაზია კომპანიის მთავარი მიზანი.
2022 წელს „ნიკორას“ წმინდა მოგებამ 45 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვნეებელთან მიმართებით 125%-ით ( 25 მილიონით მაღალია), 2021 წლის წმინდა მოგება კი შესაბამისად 20.2 მილიონ ლარს შეადგენდა. „ორი ნაბიჯის“ წმინდა მოგება 2021 წელს თითქმის „ნიკორას“ წმინდა მოგების ტოლია და 20.4 მილიონს შეადგენს, მაგრამ „ორი ნაბიჯის“ წმინდა მოგების ზრდის ტემპი გაცილებით მაღალია 164% და 2022 წლის წმინდა მოგება 54 მილიონ ლარს შეადგენს.
შესაბამისად უფრო მეტი შესადარისობისათვის წმინდა მოგების მარჟის კოეფიციენტი 2021 წელს ორივე კომპანიას თითქმის ტოლი აქვს, კერძოდ 3.4% „ორ ნაბიჯს“ და 3.11% „ნიკორას“, თუმცა 2022 წელს სხვაობა გაცილებით თვალსაჩინოა და „ორი ნაბიჯის“ 6.1% წმინდა მოგების მარჟა აქვს, „ნიკორას“ კი 5.1%. რაც მიუთითებს, რომ „ორი ნაბიჯი“ გაცილებით ეფექტურად მართავს საკუთარ ხარჯებს, ვიდრე „ნიკორა“, რაც შედარებით დაბალი ბრუნვის კვალობაზე შედარებით მაღალი წმინდა მოგების მარჟის შენარჩუნებას ახერხებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ პროდუქციის ფასნამატის თვალსაზრისით „ორ ნაბიჯის“ ფასნამატი საშუალოდ, შედარებით ნაკლებია ვიდრე „ნიკორას“ ფასნამატები. აღნიშნულზე დაყრდნობით ეს ნიშნავს, რომ „ორი ნაბიჯი“ გაცილებით უკეთ მართავს შიდა ხარჯებს. კერძოდ, ადმინისტრაციულ და გაყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ვიდრე „ნიკორა“. ერთ-ერთ ძირითად საოპერაციო ხარჯს ორივე კომპანიისათვის წარმოადგენს ხელფასები (როგორც გაყიდვებთან დაკავშირებული პერსონალის ასევე ადმინისტრაციული).
„ნიკორას“ შემოსავალთან მიმართებაში გაყიდვებში და მიწოდების პერსონალის ხარჯმა 2022 წელს 74.9 მილიონი ლარი შეადგინა, 2021 წელს კი 53.131, რაც მთლიან შემოსავლებთან მიმართებით ხარჯის 8.4% და 8.1% შეადგენდა შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ხელფასებმა კი 2022 9.7 მილიონი ლარი და 2021 წელს 7.1 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 1%-ს.
ჯამურად ხელფასების წილი შემოსავალთან მიმართებით 2022 წელს 9.5%-ს, 2021 წელს 9.3%-ს შეადგენდა.
„ორი ნაბიჯის“ სახელფასო ფონდი კი „ნიკორასთან“ შედარებით ნაკლებია - 2022 წელს 38 მილიონი, 2021 წელს 22.7 მილიონი. ადმინისტრაციული ხელფასები კი ნიკორასთან შედარებით მაღალია და 2022 წელს 10.8 მილიონს შეადგენს, 2021 წელს კი 9 მილიონ ლარს. სახელფასო ფონდი მ
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები