მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ჩამოსულია, დეკემბრის ბოლომდე კი ჯამში, 50 ერთეული იქნება თბილისში - კახა კალაძე

news image

18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქში უკვე შემოსულია, დეკემბრის ბოლომდე, ჯამში, 50 ავტობუსი იქნება თბილისში, ხოლო იანვრის ბოლოდან ხაზებზე გადანაწილდება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ავტობუსში დასამონტაჟებელია გარკვეული ტექნიკური დეტალები, რის შემდეგაც, იანვრის ბოლოს დავიწყებთ ამ ავტობუსების ხაზებზე გაშვებას. რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ განცხადება, თუ რა მარშრუტებზე იმოძრავებს ეს ავტობუსები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ დღის განმავლობაში. დღეს გვაქვს პრობლემა და ეს გამოწვეულია, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რადგან ავტობუსი რომ გაჩერებაზე აგვიანებს, იქ თავს იყრის უფრო მეტი ადამიანი და ამას უკვე ჯაჭვური რეაქცია აქვს. როდესაც დავამთავრებთ ამ ინფრასტრუქტურლ სამუშაოებს, ეს პრობლემა მოხსნილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსების სრულად შემოსვლამდე აშენდება ახალი ავტობაზაც.

„ეს ავტობუსები დროებით განთავსდებიან დიდ დიღომში არსებულ ავტობაზაზე. გარდა ამისა, მიმდინარებს კონკრეტულად 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის განკუთვნილი ავტობაზის მშენებლობა. როდესაც აღნიშნული სამუშაოები დასრულდება, 18-მეტრიანი ავტობუსები ამ ახალ ავტობაზაზე განთავსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა