ვენესუელა აპირებს შეიძინოს მხოლოდ ამერიკული წარმოების პროდუქცია იმ ფულით, რომელსაც ისინი ნავთობის შესახებ ჩვენი ახალი შეთანხმების შედეგად მიიღებენ - ტრამპი
ახლახან შემატყობინეს, რომ ვენესუელა აპირებს შეიძინოს მხოლოდ ამერიკული წარმოების პროდუქცია იმ ფულით, რომელსაც ისინი ნავთობის შესახებ ჩვენი ახალი შეთანხმების შედეგად მიიღებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ეს შესყიდვები მოიცავს, სხვა დანარჩენთან ერთად, ამერიკულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ამერიკული წარმოების მედიკამენტებს, სამედიცინო მოწყობილობებსა და აღჭურვილობას ვენესუელის ელექტროქსელისა და ენერგეტიკული ობიექტების გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვენესუელა იღებს ვალდებულებას, აწარმოოს ბიზნესი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც თავის მთავარ პარტნიორთან - ეს გონივრული არჩევანია და ძალიან კარგია როგორც ვენესუელის, ასევე შეერთებული შტატების ხალხისთვის“, - დასძინა მან.
დღის ტოპ 10 სიახლე
Best Discovery-საქართველო m&i Transatlantic Vienna 2026-ის საქმიანი ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულია
სხვა სიახლეები
თქვენი თავისუფლების ჟამი ახლოვდება - ტრამპი ირანელ ხალხს
28.02.2026.15:10
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის გამოსვლაში ირანელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი თავისუფლების ჟამი ახლოვდება.
„ირანის დიდებულ და ამაყ ხალხს დღეს საღამოს ვეტყვი, რომ თქვენი თავისუფლების ჟამი ახლოვდება. დარჩით თავშესაფარში. სახლები არ დატოვოთ. გარეთ ძალიან საშიშია. ბომბები ყველგან დაეცემა. როცა ჩვენ დავასრულებთ, აიღეთ ხელში მმართველობა. ის თქვენი იქნება. შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი შანსი“, - განაცხადა ტრამპმა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, მრავალი წლის განმავლობაში ირანელი ხალხი ამერიკის დახმარებას ითხოვდა, მაგრამ არავინ ეხმარებოდა მათ.
„მრავალი წლის განმავლობაში თქვენ ითხოვდით ამერიკის დახმარებას, მაგრამ არასდროს გქონიათ ის. მაშ, ვნახოთ, როგორ უპასუხებთ ამას. ამერიკა დიდი ძალითა და სიძლიერით გიჭერთ მხარს. ახლა დროა აიღოთ ხელში საკუთარი ბედი და აღმოაჩინოთ აყვავებული და დიდებული მომავალი, რომელიც ძალიან ახლოსაა. მოქმედების დროა. არ გაუშვათ ხელიდან“, - თქვა მან.
ცნობისთვის, დღეს დილით ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. აფეთქებების ხმა ისმის თეირანში და ირანის სხვა მსხვილ ქალაქებში.