USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ და ჩვენ მათ ვუშვებთ - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და განაცხადა, რომ სააგენტოს მომავალი განხილვის პროცესშია.
„USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ და ჩვენ მათ ვუშვებთ. ამის შემდეგ კი გადავწყვეტთ, რა იქნება სააგენტოს მომავალი“, - განაცხადა ტრამპმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
04.08.2025.15:51
ლიეტუვაში, კორუფციული სკანდალის გამო, მთავრობა გადადგა. მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის გინტაუტას პალუცკასის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდება. ის კორუფციულ სკანდალში გაეხვა.
გაირკვა, რომ მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ შეღავათიანი კრედიტი მიიღო და თანაც დაჩქარებული წესით. მთავრობის გადადგომა ლიეტუვის პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს და ახალი კაბინეტის ფორმირებამდე გიტანას ნაუსედამ დროებითი მთავრობა დანიშნოს.