მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

თურქეთის ცენტრალური ბანკი 2025 წლის ინფლაციის პროგნოზს 24%-ზე ინარჩუნებს

news image

თურქეთის მთავარმა ფინანსურმა მარეგულირებელმა ინფლაციის სამწლიანი განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თურქეთში ინფლაცია 2025 წელს 24%-ის დონეზე შენარჩუნდება.

როგორც თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ფატიჰ კარაჰანი აღნიშნავს, მაჩვენებელი წინა პროგნოზთან შედარებით უცვლელი დარჩა, რაც ქვეყნის ფულად-საკრედიტო სექტორზე მკაცრი კონტროლის პოლიტიკის გაგრძელებაზე მიუთითებს.

თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, ინფლაცია 2026 წელს 12%-მდე, ხოლო 2027 წელს 8%-მდე შემცირდება. ეს ტენდენცია ქვეყანაში ფასების სტაბილურობის თანდათანობით აღდგენაზე მიუთითებს, სადაც ინფლაციური ზეწოლა ბოლო წლების ძირითად პრობლემად რჩება.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიზნების მისაღწევად საჭიროა როგორც ხელსაყრელი საგარეო ეკონომიკური პირობები, ასევე შიდა ფინანსური დისციპლინა. ამავდროულად, 2025 წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებელი, თუნდაც 24%-იანი, საერთაშორისო სტანდარტებით მაინც საკმაოდ მაღალია, რაც თავის მხრივ ასახავს თურქეთის ეკონომიკაში არსებულ მიმდინარე გამოწვევებს.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ გააგრძელებს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, შეცვლის პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ინფლაციის მდგრადი შემცირება სამიზნე მაჩვენებელთან მიმართებაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 37.86%-ს მიაღწია, სადაც ფასების ზრდის ლიდერი კომუნიკაციები გახდა. როგორც აღმოჩნდა, აპრილში სამომხმარებლო ფასები მარტთან შედარებით 3%-ით გაიზარდა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image სომხეთის ხელისუფლება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი - ფაშინიანი

19.03.2026.15:43

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დღეს უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.

„შემიძლია გითხრათ, რომ სომხეთის მთავრობა დაკრძალვაში მონაწილეობას მიიღებს უმაღლეს დონეზე. ჩვენ განვიხილავთ, თუ რა ფორმატით ვიქნებით წარმოდგენილნი“, - განუცხადა ფაშინიანმა სომეხ ჟურნალისტებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა