თურქული Togg T10X-ის შეკვეთებმა მოლოდინს გადააჭარბა
თურქული წარმოების პირველ ელექტრომობილზე Togg T10X-ზე შეკვეთები მოსალოდნელზე მაღალია. ამის შესახებ Togg-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Twitter-ზე დაწერა.
„წინასწარი შეკვეთების დაშვებიდან პირველ 4 საათში, რომელიც 27 მარტამდე გაგრძელდება, ჩვენმა 7 734 მომხმარებელმა წინასწარ შეუკვეთა Togg T10X. ჩვენთვის პატივია, რომ გვენდობით“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ელექტრომობილებზე წინასწარი შეკვეთისა და ჩაბარების განაცხადი 16 მარტს დაიწყო. პირი, ვინც 953 ათასი ლირის ღირებულების Togg-ს წინასწარი შეკვეთის უფლებას მოიპოვებს, ავტომობილი გათამაშების წესით გადაეცემა.
განაცხადების მიღება შესაძლებელია Togg-ის ვებგვერდზე და Trumore-ის აპლიკაციაში. განაცხადები, 60 ათასი ლირის საფასურით 27 მარტამდე მიიღება.
შეგახსენებთ, რომ პირველი თურქული ელექტრო ავტომობილის TOGG-ის სერიული წარმოება, გასული წლის 29 ოქტომბერს დაიწყო. მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია 20 ათასი ავტომობილის წარმოებაა, ხოლო 2030 წლისთვის კი 1 მილიონის.
დღის ტოპ 10 სიახლე
კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
სხვა სიახლეები
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
04.03.2026.16:30
თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ, ნატოს დახმარებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულმა ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა დროულად აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ირანიდან იყო გაშვებული, გადაკვეთა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცე და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირანული რაკეტის ფრაგმენტი ჰათაის პროვინციის დორთიოლის რაიონში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის განშლა გამოიწვიოს. ამ კონტექსტში ნატოსა და სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციებს გავაგრძელებთ“, - დასძინეს თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.